ნივთები საძინებელში, რომლებიც ძილს გვიფრთხობენ და ნერვულ სისტემას გვიზიანებენ



ვერ იძინებთ, დაიღალეთ აქეთ-იქით ტრიალით, ათასამდე დათვლით? მიმოიხედეთ, იქნებ უძილობას თქვენს საძინებელში არსებული ნივთები იწვევს?

ყვავილები


რაც გინდა ლამაზი იყოს ყვავილების თაიგული, მის მიერ გამოცემული მკვეთრი არომატი აღიზიანებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უშლის ადამიანს ძილში, ფენ შუის სწავლების თანახმად კი ახალმოჭრილი ყვავილები ნეგატიურ ენერგიას ატარებს, რაც უარყოფითად აისახება ძილზე.

მექანიკური საათი


მექანიკური საათი შესაძლოა ძალიან კარგად ეწერებოდეს თქვენი საძინებლის დიზაინში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი მექანიზმის ხმამ შესაძლოა ძილი დაგიფრთხოთ.

სარკე



სარკე საძინებელში არც ისე კარგი გადაწყვეტილება რომ არის ამას ნელ-ნელა
მივხვდით. დიახ, სიბნელეში სარკის მიერ არეკლილი სივრცე ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და რა თქმა უნდა, ძილზეც.

სამუშაო მაგიდა


სახლიდანაც რომ მუშაობდეთ და კატასტროფულად არ გქონდეთ სახლში ადგილი, მაქსიმალურად ეცადეთ სამუშაო ზონა სხვაგან გადაიტანოთ. ერთი შეხედვით ეს სტრესს არ იწვევს მაგრამ, გვერწმუნეთ, დასვენებას და მოდუნებას ხელს ნამდვილად უშლის.

ჟალუზი


ჟალუზი კარგად გვიცავს მზის სინათლისგან თუმცა სრულ სიბნელეს, რომელიც ასე აუცილებელია სრულყოფილი ძილისთვის, ვერ უზრუნველყოფს.

ვიზუალური ქაოსი


ნებისმიერი ზედმეტი ნივთი, მით უმეტეს საწოლთან ახლოს აუცილებლად გამოიწვევს თქვენს გაღიზიანებას და ხელს შეგიშლით დაძინებაში.

ტელევიზორი


ტელევიზორი, ისევე როგორც სარკე, ერთ-ერთ იმ ნივთთაგანაა, რომელსაც არაფერი ესაქმება საძინებელში და რომელიც აუცილებლად შეგიშლით ხელს სრულყოფივი განათებილად გამოძინებაში.

ცივი განათება


თუ საძინებელში თავს მყუდროდ ვერ გრძნობთ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას, ცივი განათება ნეგატიურად აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

შინაური ცხოველები


ძილის დროს შინაურ ცხოველებს, იქნება ეს ძაღლი, კატა ჩიტი, თევზი, ზაზუნა თუ სხვა რამ, საძინებელში არაფერი ესაქმება, გახსოვდეთ, რამე ამ სივრცეში მხოლოდ თქვენი ენერგეტიკა უნდა ტრიალებდეს.

კომენტარები

მხია 2023-08-29 15:00
ყველა მოᲗხოვნას ვაკმაყოფილებ..
Natali 2023-08-23 15:35
შინაური ცხოველების გარდა ვერაფერზე დაგეთანხმებით, საძინებელში ძაღლს ნამდვილად ვერ ვიგუებ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები