ყველაზე ძვირად ღირებული სახლები მსოფლიოში

გინახავთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები? გაოცდებით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით იმაში, რომ ხალხს უყვარს კომფორტსა და ფუფუნებაში ცხოვრება. ფუფუნებაში იგულისხმება კერძო თვითმფრინავები, იახტები, მოკლედ ყველაფერი ის, რაზეც ჩვეულებრივ ადამიანს ოცნება თუ შეუძლია. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ხალხს, ვისაც აქვს საშუალება ჰყავდეს ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა, ჰყავდეს საკუთარი თვითმფრინავი, შეუძლია ისეირნოს საკუთარი იახტით, შეუძლია იცხოვროს ყველაზე ძვირად ღირებულ სახლში.

ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ჟურნალისტებმა შეადგინეს 25 ყველაზე ძვირფასი სახლის სია. ეს გახლავთ ამერიკელი ბიზნესმენების, რუსი ოლიგარქების და სხვა მილიარდერებს სახლები, რომელთა

საფასური მილიონობით დოლარია. უფრო მეტიც, ერთი სახლი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი თქვენი უბანი. ასე რომ, ჩვენ შემოგთავაზებთ 25 ყველაზე ძვირად ღირებულ სახლს მსოფლიოში.

25. Central Park West, ნიუ-იორკის შტატი, ფასი 88 მლნ. დოლარი


ეს სახლი 2012 წელს შეიძინა რუსი ოლიგარქის ქალიშვილმა. 4-ოთახიანი სახლი გაგაოცებთ თავისი პანორამული ტერასით, სამზარეულოთი, დიდი ბაღითა და აივნით სახლის სახურავზე. სახლის საერთო ფართი 626,5 კვადრატული მეტრია. ასევე აღსანიშნავია ამ სახლში აბაზანების რაოდენობა და ოვალური ფორმის მთავარი საძინებელი.

24. Maison de l’Amitie, ფლორიდის შტატი, ფასი 95 მლნ. დოლარი


2008 წელს ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა ეს ბინა მილიარდერ დონალდ ტრამპისგან შეიძინა 95 მლნ. დოლარად. სახლი მდებარეობს პალმ-ბიჩზე., ოკენის სანაპიროზე. აქ არის 18 საძინებელი, 22 აბაზანა, დიდი ბაღი, ბრილიანტებით მორთული ოქროს სანათები და 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი. სახლის საერთო ფართი 2,5 ჰექტარია. თუმცა, ამ სახლის ყიდვისთანავე მისმა ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ მას დაანგრევდა, რადგან ის ძალიან ნესტიანი იყო.

23. Kensington Palace Gardens, დიდი ბრიტანეთი, ფასი 99 მლნ. დოლარი


2008 წელს ეს სასახლე ინდოელმა ფოლადის მაგნატმა ლაკშმი მიტალმა საკუთარ ქალიშვილს უყიდა 99 მლნ. დოლარად. კენსინგტონის ბაღები, ეს ქუჩა ლონდონის ცენტრალურ დასავლეთში მდებარეობს. ყიდვამდე ეს შენობა ფილიპინების საელჩო იყო.

22. Silicon Valley Mansion, კალიფორნიის შტატი, ფასი 100 მლნ. დოლარი


ეს სასახლე 2011 წელს შიძინას ერტ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა, ისეთი კომპანიის ინვესტორმა, როგორიც არის ფეისბუქი და კიდევ მრავალი სხვა. სახლის საერთო ფართი 2369 კვადრატული მეტრია. მდებარეობს ქალაქ ლოს ალტოს ჰილში, სილიკონის ხელბა, კალიფორნიის შტატი. სასახლაშე არის საბანკეტო დარბაზი, სათამაშო ოთახი, სპეციალური ოთახი პერსონალისთვის, ბიბლიოთეკა, ორი მისაღები ოთახი, დახურული აუზი, საუნა, სპა, ორი სამავტომობილიანი ავტოფარეხი, ჩოგბურთის კორტები და 14 აბაზანა.

21. Versailles House ფლორიდას შტატი, ფასი 100 მლნ დოლარზე მეტი


ვერსალის სახლი ფრანგული ვერსალის სასხლის მიხედვიტ არის აგებული. ეს გახლავთ სასახლე, რომლის საერთო ფართი 8361 კვადრატული მეტრია. მდებარეობს ქალაქ უინდერმედსი, ფლორიდას შტატი. ამჯამად სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ ამ სახლის ღირებულება კიდევ 100 მილიონი დოლარით გაიზრდება. სახლში იქნება 11 სამზარეულო, 13 საძინებელი, 30 აბაზანა, 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი, ბოულინგი, დახურული როლერდრომი, სათამაშო აპარატების დარბაზი, ორსართულიანი კინოთეატრი და ბევრი სხვა.

20. Further Lane de Menil, შტატი ნიუ-იორკი, ფასი 103 მილიონი დოლარი


ეს სახლი 2007 წელს 103 მილიო დოლარად შეიძინა ამერიკელმა ინვესტორმა რონალდ სტივენ ბარონმა. ეს იმ დროისთვის საცხოვრებელ სახლში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა გახლდათ. ამჟამად, ახალი მფლობელი ამ ტერიტორიაზე, რომლის ფართობის 2601 კვადრატული მეტრია, ახალ სახლს აშენებს.

19. Upper Phillimore Gardens, 112 მლნ დოლარი


2008 წელს ელენა ფრანჩუკმა, უკრაინელმა საქმოსანმა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილმა და სერ ენტონ ჯონის ახლო მეგობარმა ეს უზარმაზარი ხუთსართულიანი სახლი 117,5 მლნ დილარად შეიძინა. სახლი ლონდონში მდებარეობს, ამ ვილაში არის 10 საძინებელი, მიწისქვეშა აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და კინოთეატრი.

18. Woodside House, შტატი კალიფორნია, ფასი 117, 5 მლნ.დოლარი


2012 წლის ნოემბერში ეს დიდებული სახლი უცნობმა საქმოსანმა შეიძინა 117,5 მლნ დოლარად. სახლის საერთო ფართი დაახლოებით 836 კვადრატული მეტრია. სასახლეში არის აუზი, ჩოგბურთის კორტი, 3,6 ჰექტარი მიწა, გარდა ამისა, სახლს გარს ვუდსაიდის მთები აკრავს.

17. Xanadu 2.0 შტატი ვაშინგტონი, ფასი 120, 5 მლნ დოლარი


2012 წელს ბილ გეითსის მფლობელობაში არსებული ამ სახლის საბაზრო ფასი 120,5 მლნ დოლარი იყო. სიეტლში მდებარე სახლში არის წყალქვეშა მუსიკალური სისტემის მქონე აუზი, 232 კვადრატული მეტრი ფართობის სპორტული დარბაზი და უზარმაზარი ბიბლიოთეკა.

16. Fleur de Lys Mansion, შტატი კალიფორნია, ფასი 125 მლნ დოლარი


ეს სახლი მდებარეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იკავებს 4180 კვადრატული მეტრის ფართს. რეზიდენცია 2002 წელს აშენდა. სახლში არის 12 საძინებელი, 15 აბაზანა, 50 კაციანი თეატრი, სამეჯლისო დარბაზი, სპორტული დარბაზი, აუზი თავისი პატარა სახლით, სარბენი ბილიკი, ჩოგბურთის კორტი და კიდევ ბევრი გასართობი რამ. 2007 წელს 2014 წელს ეს სახლი აუქციონზე გაიტანეს და 125 მლნ დოლარად იყიდებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სახლი ერთ-ერთმა ფრანგმა მილიარდელმა იყიდა 102 მლნ. დოლარად, რომელმაც ეს თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით.

15. Blossom Estate, შტატი ფლორიდა, ფასი 130 მლნ დოლარი


2013 წელს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დამაარსებელმა პალმ ბიჩზე, ფლორიდს შტატში 4 უძრავი ქონება შეიძინა 130 მლნ.დოლარად. ბლოსომის რაიონში შემავალი 4 სახლი. სამი სახლი ოკენის სანაპიროს გასწვრივ არის განთავსებული, მეოთხე სახლი კი მათ უკან არის აშენებული. სახლების საერთო ფართი 3,23 ჰექტარია.

14. Broken O Ranch, შტატი მონტანა, ფასი 132,5 მლნ დოლარი


ეს რანჩო ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ რანჩოდ არის მიჩნეული. ის ერთდროულად მონტანას შტატის სამ რაიონში მდებარეობს. ეს რანჩო 2011 წელს აუქციონზე 132,5 მლნ დოლარად გაიტანეს. რანჩოს მოყვებოდა 4500 ძროხა და 32-კილომეტრიანი მდინარე. ერთი წლის შემდეგ ეს რანჩო უძრავი ქონების ამერიკელმა მაგნატმა შეიძინა, თუმცა რა თანხა გადაიხადა მან ამ სახლში, საიდუმლოდ დარჩა.

13. Manapalan Residence, შტატი ფლორიდა, ფასი 135 მლნ დოლარი


მანაპალანის რეზიდენცია ფლორიდის შუაგულში მდებარეობს. ეს სახლი აუქციონზე 135 მლნ. დოლარად გაიტანეს. სამსართულიან სახლში არის 14 საძინებელი, 24 აბაზანა, 18 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი, ორმაგი შუშის კედლები, აკვარიუმის კედლები და ჭერი, კინოთეატრი, კაზინო, საოჯახო სამზარეულო ხედით ოკეანეზე, მობილური სამზარეულო, საგარეოს საზაფხულო სამზარეულო, ოფისები, 10 ბარი აუზთან, 2 ღვინის მარანი, სატრენაჟორო დარბაზი სილამაზის სალონით, საცურაო აუზი, ზვიგენებიანი აკვარიუმი, სპორტული მოედნები, ბაღები პეპლებით და კიდევ მრავალი სხვა რამ.

12. Hearst Home, შტატი კალიფორნია, ფასი 135 მლნ დოლარი


ბევერლი ჰილსზე მდებარე ეს სახლი ოდესღაც გამომცემელ უილიამ რენდოლფ ჰერსტს ეკუთვნოდა. 2014 წელს სახლი 135 მლნ დოლარად იყიდებოდა. ამ სახლში არის 28 საძინებელი, 36 აბაზანა, ღამის კლუბი არტ-დეკოს სტილში, ღია ტერასა, სადაც 400 ადამიანი ეტევა, ორი საპროექციო დარბაზი, 8 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და მრავალი სხვა.

11. 16 Kensington Palace Gardens, დიდი ბრიტანეტი, ფასი 140 მლნ დოლარი


2011 წელს ეს სახლი ლონდონში რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა შეიძინა. შეძენისთანავე მან მიწისქვეშ გააკეთა ჩოგბურთის კორტი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და კერძო მუზეუმი 6 ვინტაჟური ფერარისთვის.

10. Updown Court, დიდი ბრიტანეთი, ფასი 150 მლნ დოლარი


აფდაუნ კორტის მამული მდებარეობს სოფელ ვინდლშემში, ინგლისში, სურეის საგრაფოში. ეს გახლავთ კალიფორნიულ სტილში აშენებული რეზიდენცია. 130-ოთახიანი ბრწყინვალე სასახლე გარშემორტყმულია 23 ჰექტარი ბაღებითა და კერძო ტყით. 2005 წელს ეს სახლი ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო სახლად დასახელდა მსოფლიოში. იმავე წელს აფდაუნ კორტი აუქციონზე გასაყიდად 138 მლნ დოლარად გაიტანეს. ამ სახლის მეზობლად ცხოვრობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი და ჯგუფ "ქუინის" მუსიკოსი ბრაიან მეი. ახლანდელი გამოთვლებით, ეს სახლი ამ ეტაპზე 150 მლნ დოლარადაა შეფასებული.

9. The Manor, შტატი კალიფორნია, ფასი 150 მლნ დოლარი


ეს დასახლება ასევე სპელინგის დასახლების სახელითაა ცნობილი. ის მდებარეობს ლოს ანჯელესში. დღესდღეობით ეს დასახლება ფორმულა ერთის ცნობილი მაგნატის, ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილის საკუთრებაა. 2009 წელს, როდესაც სახლი გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს, მისი ფასი 150 მლნ.დოლარი იყო. დასახლება აერთიანებს 5202 კვადრატული მეტრის სახლს, რომელიც ფრანგული სასახლის სტილშია აგებული. ამ სასახლეში არის 123 ოთახი და 100-ადგილიანი მანქანების პარკინგი.

8. The Pinnacle, შტატი მონტანა, 155 მლნ დოლარი


ეს სახლი მდებარეობს კლდოვან მთებში, მონტანას შტატში. ეს გახლავტ ყველაზე დიდი და უველაზე ძვირფასი სამთო-სათხილამურო ვილა კერძო კურორტ იელოუსტოუნ კლუბში. ამ კლუბის წევრები არიან ბილ გეითსი, ბენ აფლეკი, ჯასტინ ტიმბერლეიკი. ეს სამთო ვილა მოიცავს 4923 კვადრატული მეტრის ფართს და სთავაზობს დამსვენებლებს ყველაზე კომფორტულ მომსახურებას. ამ ვილის ღირებულება 155 მლნ დოლარია.

7. Ellison Estate, შტატი კალიფორნია, ფასი 200 მლნ დოლარი


ეს იაპონური სტილის დასახლება 2004 წელს ააშენა ამერიკელმა ბიზნესმენმა. დასახლება გადაჭიმულია 9,3 ჰექტარზე. ეს საუცხოო დასახლება 10 სახლითა და ხელოვნური ტბით, ჩაის სახლითა და აბანოთი შეფასებული 200 მლნ დოლარად.

6. Park Place, დიდი ბრიტანეთი, ფასი 218 მლნ დოლარი


ეს სახლი 2011 წელს შეიძინა ერთ-ერთმა რუსმა ფინანსისტმა და ბიზნესმენმა 218 მლნ დოლარად, ეს დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სახლია. ეს მე-18 საუკუნის შენობაა და მდებარეობს ბერკშირის საგრაფოში. აქ არის ძეგლები, საჯინიბოები, კოტეჯები.

5. One Hyde Park, დიდი ბრიტანეთი, ფასი 221 მლნ დოლარი


უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა ამ სასახლეში 221 მლნ დოლარი გადაიხადა. სახლი ლონდონის ცენტრში, ექსკლუზიურ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. მფლობელმა ამ ლუქსის ტიპის საცხოვრებელში ორი სართული შეიძინა. აქ არის 2322 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. ყველა ფანჯარა და შუშის კედელი ტყვიაგაუმტარი მინითაა გაკეთებული.

4. 6 Kensington Palace Gardens, დიდი ბრიტანეთი, ფასი 222 მლნ დოლარი


ეს საცხოვრებელი ფართი 2008 წელს შეიძინა ინდოელმა ფოლადის მაგნატმა. 22 მლნ. დოლარიანი სახლი მან საკუთარ ვაჟს უყიდა. 4-სართულიან სახლში არის მინიმუმ 5 უძვირფასესი საძინებელი, ოთახი პერსონალისთვის. შენობა 1920 წელს არის აშენებული ნეოგიორგიანულ სტილში. სახლი გაიყიდა ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციით.

3. Fairfield, შტატი ნიუ-იორკი, ფასი 248 მლნ დოლარი


ეს უძრავი ქონება მდებარეობს ქალაქ საგაპონაკში. ეკუთვნის ამერიკელ ბიზნესმენსა და ინვესტორს. მოიცავს 5759 კვადრატულ მეტრსა და მფლობელს სთავაზობს 29 აბაზანას, 39 საძინებლს, 27,7 მეტრი სიგრძის სასადილო ოთახს, ბოულინგს, 164 ადგილიან თეატრს, 100 ავტომობილზე გათვლილ ავტოფარეხს.

2. Villa Leopolda, საფრანგეთი, ფასი 750 მლნ დოლარი


ლეოპალდის ვილა მდებარეობს ალპებში, ფრანგულ დეპარტამენტში. აშენებულია 1931 წელს. ვილა თავს იწონებს საოცარი ბოტანიკური ბაღებით, რომელთაც 50 მებაღე უვლის. ამ ვილის სეძენა უნდოდა ერთ-ერთ რიუს მილიარდერს, მან ამის შესახებ შეთავაზება გაუგზავნა მის ამჟამინდელ მფლობელს, ერთ-ერთ შვეიცარიელ ბანკირს, თუმცა მისი ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. 2008 წელს ეს ვილა აუქციონზე 750 მლნ. დოლარად იყო გატანილი.

1. Antilia, ინდოეთი, ფასი 1 მილიარდი დოლარი


ყველაზე ძვირად ღირებული სახლი ფასით 1 მილიარდი დოლარი გახდა სახლი ანტილია. ეს გახლავთ კერძო რეზიდენცია ინდოეთში. 27-სართულიანი სახლი ინდოელი მაგნატის საკუთრებაა. ამ სახლს 600-კაციანი პერსონალი ემსახურება. სახლი ისეა აშენებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. აქ არის 168-ადგილიანი ავტოფარეხი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და მრავალი სხვა რამ.

კომენტარები

ideodub 2024-10-17 10:09
However, cialis is safe and liturgylink priligy amazon
mine 2016-05-20 07:05
indoelis bolo saxli mogwonT?

კომენტარის დამატება