ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი 1 500 ლარით დაჯარიმდება - აღნიშნულს გულისხმობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება.
აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1 500 ლარის
ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. მომხსენებელმა კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებიც განმარტა და აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად პირველივე შემთხვევის ფინანსური სახდელის შემოტანის აუცილებლობაზე ისაუბრა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები