ეს უჩვეულო ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და როგორც გაირკვა, ისლანდიაში, რეიკიავიკშია გადაღებული. სწორედ ასე ათბობენ იქ ტროტუარებს, რისთვისაც საკმაო მიზეზი აქვთ.
საქმე ის არის, რომ ისლანდიაში ძალიან ცივი ზამთარია და ზოგადადაც, ძალიან ცივი მხარეა. ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ კარგი გამოსავალი მოძებნა - ცივი და ცხელი წყალი მცხოვრებლებს პირდაპირ მიწიდან მიეწოდებათ და არ არის საჭირო ხარჯის გაწევა გათბობაზე - მილებში წყალი ცხელი წყაროებიდან მოდის. ჰელიშეიდის ელექტროსადგური ისლანდიაში უმსხვილესია და მსგავსი ტიპის მეორე ელექტროსადგური მსოფლოში. სადგური ენერგიას მიწისქვეშა წყაროებიდან იღებს, რომლებიც ვულკან ჰენგიდლთან მდებარეობს.
ბოლოს ეს ვულკანი 2000 წლის წინ ამოიფრქვა, მაგრამ ვულკანური სისტემა ისევ აქტიურია - აქ ბევრია ცხელი წყაროები.
ქალაქის გარეუბნებში ბევრი სათბურია, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ და ხილიც კი - ისლანდია სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით.
ამ უნიკალურ საშუალებას კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება მოუძებნეს და ცხელი წყლის მილები ტროტუარების ქვეშ ჩაალაგეს, რომ ზამთარში ტროტუარები არ გაიყინოს და არ დაიფაროს თოვლით, ადამიანებმაც უსაფრთხოდ და თბილად იარონ.

კომენტარები