ხალიჩები, ჭაღები, მაცივარი, ავეჯი და... ბევრი ოქრო საფლავზე... - მდიდარი ბოშების დაკრძალვის ცერემონიალმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად გარდაცვლილის ახლობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ იგი ყველაფრით უზრუნველყონ. საფლავებს მარმარილოთი და ოქროთი აკეთებენ, სასახლეში კი კონდიციონერებს ამონტაჟებენ.
ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულის ისინი ტრაგედიად არ მიიჩნევენ, ამიტომაც არის, რომ დაკრძალვა ჩვეულებრივ დღესასწაულს ჰგავს.

ამ დღეს ადამიანები მიცვალებულის სასახლეს ცოცხალი ყვავილებით რთავენ, თავად ყველაზე ძვირფას და ლამაზ სამოსს იცვამენ, უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიაზე კი მუსიკას რთავენ ხმამაღლა და ცეკვავენ და მღერიან, ერთი სიტყვით, ბედნიერები არიან იმით, რომ მორიგი სული ამქვეყნიური ბორკილებისგან გათავისუფლდა და ბუნებას შეუერთდა.

ყველაფერი კი იმით იწყება, რომ
გარდაცვლილისთვის თხრიან საფლავს, ბევრად დიდი ზომისას, ვიდრე სტანდარტულად არის გათვალისწინებული. საფლავი სახლს ემსგავსება, ცენტრში კი სასახლეს ათავსებენ. საფლავის კედლები აგურის არის, ქვემოთ კი ხალიჩები ან მარმარილოს ფილები იგება. სასაფლაოზე დგამენ ძვირფას ავეჯსა და ჭაღებსაც კი კიდებენ. თუ ბარონს ასაფლავებენ, მისთვის მიწისქვეშა ავტოფარეხიც არის გათვალისწინებული, რათა იქ მისმა საყვარელმა ავტომობილმა დაიმკვიდროს ადგილი.


ერთეულ შემთხვევებში საფლავი შესაძლოა რამდენიმეოთახიანიც კი იყოს. ოთახებში არის ნივთები, რომელიც, ბოშათა აზრით, საჭიროა მომავალი უზრუნველი ცხოვრებისთვის, იქნება ეს ტექნიკა, ავეჯი, ქოთნის ყვავილები, ნახატები და ა.შ. კედელზე კიდებენ ტელევიზორს. კუთხეში კი საჭმლით და ძვირფასი სასმელებით გატენილ მაცივარს დგამენ.


გარდა ამისა, მიცვალებულს საფლავში ძვირფასეულობით სავსე ზარდახშასაც ატანენ. არის შემთხვევები, როდესაც ენთუზიასტებს მიწის ქვეშ ელექტრობაც კი გაჰყავთ. საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე მდიდარი ბოშებიც კი ამას ზედმეტობად მიიჩნევენ.

ზოგჯერ გარდაცვლილის ნათესავები ისე შეჰყვებიან ხოლმე სასაფლაოს მოწყობას, რომ დაკრძალვის ცერემონიალს რამდენიმე კვირითაც კი გადადებენ ხოლმე.
დაკრძალვის დროს, სანამ ნათესავები მიცვალებულს მუჭით მიწას მიაყრიან, ქალბატონები ოქროს სამკაულებს ყრიან და ე.წ. ოქროს ფენას აკეთებენ. შემდეგ ამ საფლავებზე ბეტონს ასხამენ, რათა თავიდან აიცილონ ვანდალიზმისა და ძარცვის ფაქტები.


თავად დაკრძალვის პროცესის საკმაოდ პომპეზურად მიმდინარეობს. სასახლეები გარდაცვლილთათვის ყველაზე ძვირფასი ხისგან მზადდება, ხანდახან მასში კონდიციონერიც კი არის ჩამონტაჟებული. სასაფლაოზე სასახლე ლიმუზინით ან ეტლით მიაქვთ, სასაფლაოზე კი აუცილებლად დგამენ გარდაცვლილის მარმარილოს ქანდაკებას. ხანდახან სიუჟეტი ისეთია, რომ გარდაცვლილი მაგიდასთან ზის.

დაკრძალვის შემდეგ იშლება სუფრა და დღესასწაული 3-4 დღე გრძელდება. იწვევენ პროფესიონალ მომღერლებსა და მოცეკვავეებს. სუფრაზე ძვირფასი საჭმელებია, თუ რამე დარჩება მისი სახლში წარება არ არის მიღებული, როგორც წესი, მას მიწაში მარხავენ.
ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური ბოშური დაკრძალვა 2018 წელს გაიმართა ლონდონში. დაკრძალეს 73 წლის მერი სმიტი. ქალბატონი 25 შვილიშვილის და 9 შვილთაშვილის ბებია იყო. ბარონესას დაკრძალვას 100 ადამიანი დაესწრო.


პომპეზური კორტეჟი 10 მერსედესის მარკის ლიმუზინისა და 7 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, რომელსაც ფოტოები და ყვავილები მოჰქონდა.
ცერემონიალზე ბარონესას საყვარელი მომღერლის, თინა თერნერის სიმღერები ისმოდა, ბოლოს კი გაუშვეს ფილმი, სადაც დასკვნით კადრში მერი ძვირფას შამანურს მიირთმევდა და თან იღიმებოდა.

კომენტარები

muro 2023-12-06 20:17
ხოდა მეტი ფული უნდა მივცეთ ვითომ მათხოვრებს თბილისის გზაჯვარედინებზე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები