შავი ზღვის სანაპიროზე მთებში და აყვავებულ სიმწვანეში დაკარგული პატარა, მაგრამ წარმოუდგენლად მყუდრო ქალაქი ტურისტებისთვის დღემდე მიმზიდველია. ახალ ათონს დღემდე ოკუპირებული აფხაზეთის სულს ეძახიან. ამ ადგილს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სწორედ აქ მდებარეობს იესო ქრისტეს მოწაფის წმინდა სვიმონ ქანაანელის სახელობის ტაძარი.
უძველესი ანაკოფია, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი) მდებარეობს. VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.
ანაკოფიის ციხის ისტორია
შესაძლოა, სწორედ ანაკოფიის ციხესიმაგრეში დევს ახალი ათონის სიდიადე და ისტორია. აქ სიძველის განსაკუთრებული სულისკვეთება სუფევს, რადგან ეს ტერიტორია
ძველად ანაკოფიის ტომს ეკუთვნოდა, თანამედროვე აფხაზების წინაპრებმა, რომლებსაც ისტორიულ დოკუმენტებში აბაზგებს ეძახიან, თავდაცვის მიზნით ააშენეს ეს შთამბეჭდავი ციხე. მიწები რომის იმპერიის იურისდიქციაში იყო, მაგრამ გოთებისა და ჰუნების შემოსევის მცდელობები რეგულარულად ხდებოდა. მთიელებიც ცდილობდნენ დაცვის გარღვევას. ამიტომ თავდაცვითი ციხე აუცილებელი ნაგებობა იყო.
მეხუთე საუკუნის დასაწყისში აქედან გადიოდა სავაჭრო გზები ჩინეთსა და ინდოეთში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც, ირანმა დაიწყო რომის იმპერიასთან კონკურენცია ამ ტერიტორიაზე სრული ბატონობისთვის. VI საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა გაგზავნა თავისი ჯარი აბაზგების მიწებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მტერს მტულად დახვდა და დაიწყო არეულობა და აჯანყებები. მმართველი იძულებული გახდა დახმარებისთვის ირანის შეიხსთვის მიემართა. რის შემდეგაც ირანმა თავისი ჯარი გაგზავნა. თუმცა აბაზგებს სპარსელებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. პირიქით, სპარსელმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა დაიწყეს და რის გამოც, ხშირი იყო ბრძოლა.
ამასობაში ბიზანტიიდან დამატებითი ჯარები მოვიდა. ციტადელი დაეცა, ადგილობრივების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი მონად წაიყვანეს. თუმცა, ამან აბაზგების სულისკვეთება არ დაარღვია, მათ დააარსეს თავდაცვის მეორე ხაზი, ციხის ქვემოთ, რომელმაც მე-12 საუკუნემდე გაძლო.
VII საუკუნის დასაწყისისთვის აფხაზებმა მოახერხეს გაერთიანება და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ობიექტების შექმნა, პოზიციების გაძლიერება. ამ დროისთვის მათ უკვე ემუქრებოდნენ არაბები. VIII საუკუნის პირველ მესამედში არაბთა ჯარებმა, გაძარცვეს სომხეთი, საქართველო და ალბანეთი, გაემართნენ აფხაზეთისაკენ. მიუხედავად რიცხობრივი და სამხედრო უპირატესობისა, აფხაზებმა ციხის დაცვა ექვსი თვის განმავლობაში გაამაგრეს. გარდა ამისა, მეომრებს გადაკეტილი ჰქონდათ საკვების მარშრუტები.
ლეგენდის თანახმად, ჯარისკაცები ევედრებოდნენ ანაკოფიის ღვთისმშობელს, რომ მათი მიწა გადაერჩინა. ბრძოლის წინა ღამეს მტრის არმიაში ქოლერა გაჩნდა, რომელმაც 30 000-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ბრძოლაში კიდევ სამი ათასი დაიღუპა. დარჩენილი ჯარი დამარცხდა და აბაზგებმა განდევნეს. ამის შემდეგ ანაკოფია ხდება ქვეყნის ცენტრი და უდიდესი საზღვაო პორტი. მე-18 საუკუნის ბოლოს ციხე თითქმის ნანგრევებად იქცა. მისი აღდგენა მე-19 საუკუნეში, მონასტრის აგების შემდეგ დაიწყო.
ახლა ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია, თუმცა მწვერვალზე მოხვედრა და, შესაბამისად, თავად ციხესიმაგრეში მოხვედრა არც ისე ადვილია. გზად მიმავალ ტურისტს გაოგნებულს დატოვებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ აშენდა ქვის ციტადელი რამდენიმე საუკუნის წინ, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე. განაგრძეთ კითხვა
ასევე იხილეთ:
აგარაკი-რეზიდენცია, სადაც სტალინი გარდაიცვალა - ასკეტური ინტერიერით და საყვარელი ბუნკერით
სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი
როგორ გამოიყურება რუსეთში მდებარე სტალინის ყოფილი აგარაკი, რომლის გაყიდვაც აუქციონზე იგეგმება (ფოტოები)