70 წლის წინ, 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ეს მოხდა სახლში კუნცევოში, მოსკოვთან ახლოს, სადაც სტალინმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი.
ეს გახლდათ სამთავრობო რეზიდენცია, აქ ცხოვრობდა მაშინდელი ქვეყნის მეთაური ბოლო 20 წელი.
სახლი 1933-1934 წლებში აშენდა. თავდაპირველად იყო ერთსართულიანი აგურის შენობა, 1943 წელს კი მას მეორე სართული დააშენეს. სახლის სახურავზე სოლარიუმი მდებარეობდა. სახლის მთავარ შესასვლელთან თავს იწონებს შადრევანი, რომელიც დღესაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი.
მთავარი შენობა ვიწრო გალერეით უკავშირდება მიშენებას, რომელშიც განთავსებული იყო სამზარეულო სატელეფონო კვანძით.
აქ ცხოვრობდა დაცვა, მომსახურე პერსონალი და აგარაკის კომენდანტი. სტუმრების სახლში სწორედ ამ მონაკვეთის გავლით ხვდებოდნენ. სახლის მთავარი შესასვლელით მხოლოდ სახლის პატრონი და მთავრობის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. აღნიშნული ბნელი კორიდორის გავლა ადვილი საქმე არ გახლდათ, ამბობენ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ამ კორიდორში გასვლის დროს პანიკური შეტევებიც კი ემართებოდათ.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე იყო აბანო, ავტოფარეხები, ბოსტანი, ორანჟერეა, საქონლის სადგომი, პატარა ტბა თავისი ფანჩატურით... და ბუნკერი, რომლის აშენებაც სტალინმა 1940 წელს დაიწყო და 1942 წლის მარტში დაასრულა. სწორედ ამ ბუნკერში, 17 მ სიღრმეში მდებარეობდა მისი კაბინეტი.
მთავარი შენობის პირველ სართულზე 7 ოთახია, მეორე სართულზე ლიფტი ადის, რომელიც ბოლო წლებში გაკეთდა სახლის პატრონის ბრძანებით, თუმცა ამბობენ, რომ თავად ლიფტით არასდროს სარგებლობდა, ძირითადად პირველ სართულზე ატარებდა დროს, თავის სამუშაო კაბინეტსა და ტერასაზე, ასვე ბუნკერში, სადაც მოსასვენებლად ორი დივანი ედგა. ამ დივანზე ბევრჯერ დასძინებია, როგორც წესი, ღამის 4-5 საათამდე მუშაობდა ხოლმე.
რაც შეეხება სახლის ინტერიერს, დღევანდელი საზომით საკმაოდ მოკრძალებული, შეიძლება ითქვას, ასკეტურიც კი იყო. აშკარაა, რომ იმდროინდელი ბელადი ცხოვრების სპარტანული წესით ცხოვრობდა და ფუფუნება მისი მისწრაფება არ ყოფილა. ფუფუნების ელემენტებიდან შეიძლება გამოიყოს ხის პარკეტი, ჭაღები, წითელი ხალიჩები, ხის ავეჯი. აღსანიშნავია ასევე უინსტონ ჩერჩილის ნაჩუქარი როიალი.
ავეჯი მთელ სახლში ერთფეროვანია, მხოლოდ სტალინის სავარძელი გამოირჩეოდა სიმაღლით.
სახლში არის ასევე ბავშვის ოთახი, რომელიც ასევე ასკეტურად იყო მოწყობილი.
სტალინის ყოფილი სახლი 100 მილიონად იყიდება - დაათვალიერეთ
სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

კომენტარები