ფერთა ინსტიტუტმა 2023 წლის ფერი დაასახელა - აი, რომელია წლის ფერი

ფერთა ინსტიტუტმა პანტონემ 2023 წლის ფერი დაასახელა - Viva Magenta (18-1750) კაშკაშა წითელ-ვარდისფერი ფერი იასამნისფერი ელფერით სიახლისკენ სწრაფვისა და ენერგიის სიმბოლოა. ტექნოლოგიების განვითარების დროს ინსტიტუტმა გადაწყვიტა რეალური, ბუნებრივი ფერები გამოეყენებინა. ფერის ინსპირაცია მექსიკური კოშენილია, მწერი, რომელიც აღნიშნული ფერის მისაღებად გამოიყენება.
კომპანიის საიტზე მითითებულია, რომ ახალი ფერის სიკაშკაშე ახალისებს ადამიანებს ახალ-ახალი ექსპერიმენტებისკენ, გამოხატავას ოპტიმიზმსა და სიხარულს, ასევე განვითარების ახალ გზებს.

ამ ორიგინალური ფერის გამოყენება სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი გრაფიკული დიზაინით დაწყებული სამრეწველო დიზაინით დამთავრებული. ის ნებისმიერ მოსაწყენ ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
2022 წელის ფერი
გახლდათ მოლურჯო იასამნისფერი, რომელიც მათ ნულიდან შექმნეს. ასე მათ გამოხატეს ცვალებადი სამყარო.

კომენტარის დამატება