შვილებისთვის მოწყობილი საახალწლო ზღაპარი - "სადღესასწაულო განწყობას ვუქმნი, ტკბილ მოგონებებს..."

ნინი ლომიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს, როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონს. რამდენიმე წლის წინ უკვე იყო "შინ”-ის სტუმარი. ამჯერადაც ჩვენი ყურადღება მისი სახლის საახალწლო მორთულობამ და ინტერიერმა მიიპყრო.

- ნინი, თქვენ უკვე იყავით ჩვენი სტუმარი, რა შეიცვალა მას მერე თქვენს ინტერიერში?

- დიახ, ამ სტუმრობამ ძალიან გამახარა, დიდი სტიმული მომცა და მადლობა თქვენ ამისთვის. ნელ-ნელა ინტერიერის მხრივ სხვადასხვა იდეა მომდის და გემოვნებაც უფრო და უფრო განსხვავრბულია. ვცდილობ, ყოველი ახალი წელი განსხვავებული იყოს.


- წელს როგორ მოაწყვეთ სახლი, რა ფერები და სტილი
ჭარბობს დიზაინში?


- წელს რატომღაც გადავწყვიტე სადად და უფრო გემოვნებით მომეწყო. მინდოდა მეტად დახვეწილი ყოფილიყო. რაც შეეხება ფერებს, ამჯერად ჭარბობს თეთრი და ოქროსფერი.

- შანელის თემატიკა არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. რამ განაპირობა თქვენი შანელისადმი დამოკიდებულება?

- ზოგადად ეს ბრენდი ძალიან მიყვარს და მომწონს, ამიტომ გადავწყვიტე, შანელიც ყოფილიყო ინტერიერში. ვფიქრობ, განსხვავებული და ორიგინალურია.

- შვილები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? მათაც მოსწონთ?

- დიახ, შვილებს ძალიან მოსწონთ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ და მეუბმებიან, კარგად გამოგდის და დიზაინერობას უნდა მიჰყვეო. თან ამით მათაც ვუქმნი სადღესასწაულო განწყობას, ტკბილ მოგონებებს. ბავშვობა ამის გარეშე წარმოუდგენელია.
აქამდე არასდროს მიფიქრია დიზაინერობაზე. ბოლო დროს ძალიან დამაფიქრა და ვფიქრობ უკვე დროა ამ მიმართულებით გავიღრმაო ცოდნა. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და კარგი იქნება თუ პრიფესიად ვაქცევ.

- ახალ წელთან რამე განსაკუთრებული ემოცია, მოგონება ხომ არ გაკავშირებთ? რატომ არის ეს დღესასწაული თქვენთვის განსაკუთრებული?

- ზოგადად ძალიან მიყვარს ახალი წელი. ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადები დასახვედრად, რადგან ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ეს გრძნობა ბავშვობიდან მომყვება. ასე კონკრეტულად რამ განაპირობა, არ ვიცი.






მერი ბლიაძე

კომენტარები

ნ ლ 2024-01-10 13:53
თუ არ მოგწონს არავინ გეუბნება ბოღმიანი კომენტარი წერეო თქვენი მხრიდან ეს საქციელი სასაცილოა უბრალოდ მეტი არაფერი ქართველებს ლანძღვის მეტი არაფერი რო არ შეგიძლიათ .შენ ხო ხარ რასამობ გემოვნების პატრონი????
ტუხა 2024-01-09 22:25
რა ნახეთ ახლა აქ გემოვნებიანი და განსაკუთრებული, გაფიცებთ, არ დაგვიმალოთ.
ნ ლ 2024-01-08 11:57
ნაკა მადლობა დიდი .თქვენც ასევე
ნაკა 2024-01-08 11:22
ულამაზესია ნამდვილად ძალიან მომეწონა ბედნიერ შობა-ახალი წელი სრულიად საქართველოს და ჩვენს ოჯახებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები