როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ამერიკელები ნახევრად მიტოვებულ ქალაქში, სადაც არც კაფეა და არც ბენზინგასამართი სადგური

მიტოვებული ქალაქები და დაცარიელებული სოფლები თითქმის ყველა ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, აშშ-შიც, სადაც ზოგჯერ დიდ ქალაქებშიც კი საშიშია ცენტრის დატოვება - გარეუბნები არცთუ მიმზიდველად გამოიყურება. 
ავიღოთ თუნდაც პატარა ქალაქი გოლდფილდი. ამ ადგილას გადის საკმაოდ ცნობილი, ნომერი 95 გზატკეცილი, მაგრამ ის მთავარი გზა არ არის, მთავარი მოძრაობა მის გარშემო მიმდინარეობს.


ქალაქში ერთადერთი ბენზინგასამართი სადგური მიტოვებულია, როგორც მის გარშემო არსებული თითქმის ყველა სახლი. კაფეც არ მოქმედებს.

მანქანებიც გაჩერებულია ღია ცის ქვეშ, თითქოს მუზეუმში არიან. მაგრამ ეს არ არის მუზეუმი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს აქვს თავისი ისტორია, მუზეუმობამდე
ბევრი უკლია. ეს მხოლოდ ქალაქის მთავარი ქუჩაა და არა ნაგავსაყრელი, მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი ჯართია. აშშ-ში კი ჯართს არ იბარებენ.

ქალაქის ცენტრში ლამაზი ქვის რესტავრირებული შენობაა, ქალაქის ადმინისტრაციის შენობა, თუმცა ირგვლივ სულ ნანგრევებია. მოპირდაპირედ სასტუმროს დიდი მიტოვებული შენობაა. როცა ქალაქში სიცოცხლე ჩქეფდა, ეს სასტუმროც მუშაობდა.
იქვე არის პატარა მაღაზია, რომელშიც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, აქ იკრიბება ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად პენსიონერები და უმუშევრები. გარდა ამ მაღაზიისა და ქალაქის ადმინისტრაციისა, სხვა სამუშაო ადგილი არ არსებობს.
ქალაქში სახალისო არტეფაქტებსაც შეხვდებით.



აქ ოდესღაც ბევრი მაღარო იყო, სადაც ოქრო და სხვა სასარგებლო წიაღისეული მოიპოვებოდა. მაგრამ მარაგები ამოიწურა, მაღაროებმა შეწყვიტეს მუშაობა და ახლა 20 000 მოსახლის ნაცვლად (ამდენი მოსახლე ცხოვრობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში), აქ 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ესეც იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქ ტურიზმის განვითარებას ცდილობს და პირდება ხალხს უკეთესობას. ყოფილ მაღაროებში რამდენიმე მუზეუმია და ორთქლის ლოკომოტივის ძეგლიც კი დგას.
შუა დღისას ქალაქის ქუჩები სრულიად უკაცრიელად გამოიყურება.

მთავარი ქუჩის მოშორებით ყველაფერი ზომბების ქალაქ წააგავს. აქ სიცოცხლის ნიშან-წყალი საერთოდ არაფერს ეტყობა. ირგვლივ მხოლოდ მტვერი და მიტოვებული სახლებია.


უცნაურია, თუმცა ადამიანებს სახლების ნაცვლად აქ ტრეილერებში ცხოვრება ურჩევნიათ. ეტყობა, ტრეილერში ცხოვრება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე სახლში. აი, ასე გამოიყურება ამერიკული ოცნება. უახლოესი ბენზინგასამართი სადგური 40კმ-შია. ეს არის ტიპიური ერთსართულიანი ამერიკა ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ეს არის ქალაქი მოჩვენება.


კომენტარები

გოჩა 2024-02-26 10:36
არ წახვიდეთ მერე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები