გარემოს დამცველები, რომლებიც პლანეტის გადარჩენის მიზნით, ტანსაცმელს არ რეცხავენ და იშვიათად ბანაობენ

მზად ხართ შალის სვიტერი წელიწადში ერთხელ გარეცხოთ და ისიც - ხელით? გიცდიათ ჭუჭყის მოსაშორებლად ჯინსი საყინულეში შეგედოთ? ბრიტანელი ქალი სურეიდანი ირწმუნება, რომ ყველა ამ მეთოდს იყენებს ბუნებრივი რესურსების გადასარჩენად.
ყველა ადამიანს უყვარს სუფთა, სასიამოვნო სურნელის მქონე ტანსაცმლის ჩაცმა. მაგრამ ბრიტანელი აქტივისტი მზად არის პლანეტის გადარჩენის მიზნით ამ სიამოვნებაზე უარი თქვას.

ქალბატონი აცხადებს, რომ ის მხოლოდ წელიწადში ერთხელ რეცხავს შალის ტანსაცმელს - წყლის დაზოგვის მიზნით - და ეს არ არის ერთადერთი რამ, რასაც ის აკეთებს პლანეტის გადასარჩენად. ჯინსებს საყინულეში დებს, რომ არ
გარეცხოს, სარეცხის მანქანაზე კი საერთოდ უარს ამბობს. უპირატესობას შალის სამოსს ანიჭებს, რადგან მას ხშირი რეცხვა არ სჭირდება და როდესაც რეცხავს, ხელით რეცხავს სამზარეულოს ნიჟარაში.
დარწმუნებულია, რომ შალს აქვს "სოკოს საწინააღმდეგო" და "ანტიმიკრობული თვისებები" და რომ მასალის სტრუქტურა შლის ოფლს, რაც ხელს უშლის უსიამოვნო სუნის გაჩენას.

ის ასევე ამტკიცებს, რომ შალი მდგრადია ლაქებისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ შალი ნაკლებად აგროვებს ჭუჭყს.

ბოლო დროს მსგავსი მიდგომები საკმაოდ აქტუალურია. ჰოლივუდში ბევრი ცნობილი ადამიანი იზიარებს ასეთ შეხედულებებს და ხშირ ბანაობაზეც კი ამბობს უარს წყლის დაზოგვის მიზნით - მაგალითად, ბრედ პიტი, ეშტონ კატჩერი, მილა კუნისი... პოლ მაკარტნის ქალიშვილი, დიზაინერი სტელა მაკარტნი კი ამბობს, რომ შეიძლება, ტანსაცმელი გააშრო და უბრალოდ დაფერთხო, არ არის საჭირო მისი ხშირი რეცხვა. დიზაინერი სარეცხ მანქანასაც უიშვიათესად იყენებს, სარეცხი ფხვნილების მავნე შემადგენლობების გამო და ასევე - წყლის დაზოგვის მიზნით.



კომენტარები

123 2024-03-10 13:40
გიჟები. და ამ დროს მანქანაზე და თვითმფრინავით მგზავრობაზე უარს არ ამბობენ!!!!!!!! გიჟები არიან, აბა რა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები