როგორ სახლებში ცხოვრობდა საბჭოთა ინტელიგენცია და რა გამოარჩევდა მათ ინტერიერს


ბინები, რომლებშიც სსრკ-ს დროს ინტელიგენტები ცხოვრობდნენ, მათ გემოვნებას, ინტერესებს და კულტურულ მემკვიდრეობას ასახავდა. ეს ინტერიერი გაფორმებული იყო ელემენტებით, რომელიც მათ განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს სახეს ანიჭებდა და, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირის რიგითი მშრომელი ხალხის საცხოვრებლისგან.

კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის ნაწარმოებებით სავსე წიგნების თაროები ინტელიგენციის ბინის სავალდებულო ატრიბუტი იყო. წიგნები არა მხოლოდ ცოდნის, არამედ სიამაყისა და დისკუსიის წყაროც იყო. იშვიათი გამოცემები, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას იყოს გამოფენილი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხოელი ავტორების წიგნებს. მათი მოპოვება რთული იყო, იშვიათები კი ძვირი
ღირდა, რის გამოც მათ დიდად აფასებდნენ.

მუსიკის მოყვარულებს და მუსიკის მცოდნეებს როგორც წესი, ვინილის ჩანაწერების შთამბეჭდავი კოლექცია ჰქონდათ. ჯაზი, როკ-ენ-როლი, კლასიკური მუსიკა - ამ ჩანაწერებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრი და შემსრულებელი. ვინილი იყო ინტელიგენციის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი და ქმნიდა დახვეწილობისა და კულტურული მრავალფეროვნების ატმოსფეროს. ასევე ხშირად შეიძლებოდა ბარდების ჩანაწერების ნახვა, შემდეგ ეს მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა. ღრმა და ლირიკული სიმღერების შემსრულებელი ბარდები ხშირად ხდებოდნენ ინტელექტუალების ნამდვილ კერპებად. მათი ჩანაწერები, როგორც ჩანაწერებზე, ასევე კასეტებზე, ძვირფასი საგანძური იყო. ასეთი ჩანაწერები აერთიანებდა არა მხოლოდ მუსიკას, არამედ სიმღერების ფილოსოფიას, რომელიც გადმოსცემდა იმ ეპოქის განწყობას და ემოციებს.


- კერამიკისგან დამზადებული უნიკალური პროდუქტები ინტელიგენციის ინტერიერის კიდევ ერთი მახასიათებელი ნიშანი იყო. ლარნაკები, ფიგურები, თასები - ყველა მათგანი ქმნიდა კულტურული ხელოვნების ატმოსფეროს.

იურმალასა და რიგაში დასვენებას განსაკუთრებული პრესტიჟი aახლდა, რომელიც ბევრად აღემატებოდა შავი ზღვის სანატორიუმებში მოგზაურობებს. ბევრი ცნობილი მწერალი და ხელოვანი ცდილობდა შვებულება ამ ტერიტორიაზე გაეტარებინათ, მათ, რა თქმა უნდა, სუვენირად სხვადასხვა სახის კერამიკული ნივთები ჩამოჰქონდათ. სწორედ ეს ნივთები იქცა იმდროინდელი მდიდრული ბროლის ნაწარმის პოპულარულ ალტერნატივად.


ინტელიგენტები ყოველთვის ცდილობდნენ გარშემო ხელოვნების ნიმუშები ჰქონოდათ. ცნობილი მხატვრების ნახატები ან ხელოვანი მეგობრების მიერ შექმნილი ნამუშევრები ბინების კედლებს ამშვენებდა. ისინი ასახავდნენ მფლობელების გემოვნებას და ესთეტიკურ მისწრაფებებს.
სსრკ-ში ინტელიგენტების ბინები ხშირად გამოირჩეოდა განსაკუთრებული ატმოსფეროთა და დეკორით, რომელიც ხშირად მოიცავდა ანტიკვარული ნივთების კოლექციებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკვარიატი მიუწვდომელი იყო მოქალაქეების უმეტესობისთვის, ინტელიგენტები ამჯობინებდნენ სიძველეების შეგროვებას და შენარჩუნებას. ისინი აქტიურად სტუმრობდნენ აუქციონებსა და ანტიკვარულ მაღაზიებს კოლექციების გასაფართოვებლად და სახლების მოსაწყობად.
პოპულარობით სარგებლობდა ასევე ხეზე კვეთა. დეკორატიული ნივთები, როგორიცაა სკამი, კომოდები, ფოტო ჩარჩოები ან სარკეები, ყველაფერი იყო მოჩუქურთმებული. ხეზე კვეთა ბინის მფლობელის ოსტატობისა და გემოვნების უნიკალური გამოხატულება იყო და ინტერიერში დამსახურებული ადგილი ეკავა.

წარსულში ძვირფას ნივთებს არ ყრიდნენ, არამედ მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას. ეს ეხებოდა ავეჯსაც, არ ჩქარობდნენ მის შეცვლას საბჭოთა ქარხნების ახალი, იგივე ტიპის ავეჯით, რომლითაც ყველა ბინა ივსებოდა. ამ ადამიანების ინტერიერში საპატიო ადგილი ეკავა ანტიკვარულ სკამებს, მაგიდების, საწოლებს , რომელიც დამზადებული იყო ხარისხიანი მასალებისგან.
მაშინდელი ინტელიგენციის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო დიდი ადამიანების პორტრეტები კედლებზე. გამოჩენილი მწერლების, პოეტებისა და მეცნიერების პორტრეტები პატივისცემის ატმოსფეროს ქმნიდნენ და შთამაგონებლად მოქმედებდნენ.

წარმატებული ადამიანები ცდილობდნენ თავიანთ სახლებში მდიდრული ევროპული თუ ამერიკული ტექნოლოგიების უახლესი მოდელები - მანქანები, კამერები, რადიო, მაგნიტოფონები ჰქონოდათ. უცხოური ტექნოლოგიები მაშინდელ ბინას თანამედროვე ელფერს სძენდა და Zძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები