მეფე ჩარლზ III-მ, სიმსივნის დიაგნოზის გაგების შემდეგ სულიერი მხარდაჭერისთვის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის უხუცესს, არქიმანდრიტ ეფრემს მიმართა, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია, მას მჭიდრო კავშირი აქვს მართლმადიდებლობასთან. მისი მამა, პრინცი ფილიპი, ბერძენი მართლმადიდებელი იყო, დედოფალ ელიზაბეტთან ქორწინების შემდეგ კი ანგლიკანი გახდა. სწორედ ფილიპის პატივსაცემად, ჩარლზის მეფედ კურთხევის დროს ბერძნული გალობა შესრულდა.
ჩარლზის ბებია, პრინცესა ელისი, მართლმადიდებელი იყო და ათენში საკუთარი ქალთა მონასტერი დააარსა. სიცოცხლის ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა და სწორედ ამ
პერიოდში დაუახლოვდა ახალგაზრდა პრინც ჩარლზს. ქალი ყოველ დღე ლოცულობდა მართლმადიდებლურ სამლოცველოში, ამის შემყურე ჩარლზი კი მოხიბლული იყო უძველესი ქრისტიანული რიტუალებით.
1994 წელს იგი პრინც ფილიპთან ერთად ათონის მთის მეგობრობის საპატიო წევრი გახდა, მონასტერს კი პირველად პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ ეწვია. მან ასევე შეისწავლა მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანელი მხატვრისა და პოეტის ედუარდ ლირის ნამუშევრები ათონის მთის შესახებ და გაეცნო ბაირონის აღწერილობებსაც. აღსანიშნავია, რომ ათონის მთის მონასტერი თავად ჩარლზსაც აქვს დახატული: განაგრძეთ კითხვა