რას ნიშნავს დალაგება ბუდისტი ბერების მეთოდით და როგორ ეხმარება ის ადამიანს ცხოვრებაში

ბუდისტი ბერებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება - კონცენტრაცია, გონებამახვილობა და მედიტაცია, ასევე... დალაგება.
ბევრ ბუდისტურ ტაძარს აქვს პრაქტიკა, ე.წ. სოჯი, რომელიც ტარდება დილის ლოცვისა და მედიტაციისთანავე და დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში თითოეულმა ბერმა რაღაც უნდა დაალაგოს, გაასუფთავოს, თუმცა მას არ აქვს დავალება, დაასრულოს თავისი საქმე. ეს არის დალაგება დალაგების გულისთვის. ზოგი იატაკს წმენდს, ზოგი ჭურჭელს რეცხავს. ზუსტად 20 წუთის გასვლის შემდეგ რეკავს ზარი და მუშაობა ჩერდება, არ აქვს მნიშვნელობა, დასრულებულია საქმე თუ არა. ბერი სხვა მოვალეობის შესრულებაზე
გადადის, იქნება ეს საჭმლის მომზადება თუ ლოცვა.

საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასუფთავება, საჭმლის მომზადება თუ სხვა მსგავსი დავალებები სრულდება ისეთივე პატივისცემით, როგორც თავად მედიტაცია, რადგან საქმეში სრული ჩაძირვა გაცნობიერების ფორმაა.
ბევრი ჩვენგანისთვის დასუფთავებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პროცესი კი არა, შედეგია, ამიტომ ხშირად გვიჭირს იმის გაგება, გვაქვს თუ არა მისი დამთავრების დრო, ზოგჯერ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ არასდროს ვიწყებთ პროცესს. ასე რომ, დივანზე ნივთები იქ რჩება ბოლო წუთამდე. მაგრამ თუ ამ ამოცანას ბუდისტი ბერის თვალთახედვიდან მიუდგებით, დავალების დასრულებაზე ფიქრის გარეშე, უფრო ადვილი იქნება იმის დაწყება, რაც რთული გეჩვენებათ. მაგალითად, დაიწყეთ დივანზე დაგროვილი ნივთების აღებით.


ზოგადად, ეს პრაქტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაფერში, უბრალოდ გამოყავით 20 წუთი და ჩაერთეთ საქმეში მთლიანად, ტელეფონის ან ყურადღების სხვა საქმეზე გადატანის გარეშე და, რაც მთავარია, არ იფიქროთ იმაზე, თუ როდის დაასრულებთ მას. უბრალოდ გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ. შემდეგ კი, როცა ეს 20 წუთი გავა, გადადით სხვა საქმეზე.
ამას მხოლოდ ბუდისტი ბერები არ აკეთებენ. ტექნიკა სახელად ო-სოჯი პოპულარულია იაპონიის უმეტეს სკოლებში ლანჩის შემდეგ. ყველამ, პირველიდან დამამთავრებელ კლასამდე, უნდა დაასუფთავოს თავისი საკლასო ოთახი, ამისთვის გამოყოფილია გარკვეული დრო. ამ მიზნით თითოეულ მოსწავლეს სასკოლო ნივთებთან ერთად თან უნდა ჰქონდეს საწმენდი ქსოვილი.
მართალია, სკოლების უმეტესობას ჰყავს დამლაგებლები, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მოსწავლეებს ამის საჭიროებისგან. ითვლება, რომ ეს ეხმარება როგორც სკოლას, ასევე მოსწავლეებს, დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის პატივისცემაში.
ზოგიერთ სკოლაში უფროსი მოსწავლეები ეხმარებიან უმცროს მოსწავლეებს დასუფთავებაში, რათა ასწავლონ მათ საქმის სწორად გაკეთება და, რაც მთავარია, საქმის ერთად კეთება ეხმარება მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იაპონიაში ბევრ ბავშვს არ ჰყავს და ან ძმა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები