pigcasso - ცნობილი მხატვარი ღორი, რომელმაც სიცოცხლეში თავისი ნახატებით მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მიმდინარე წლის 6 მარტს, 8 წლის ასაკში მოკვდა. მას "მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული "არაადამიანი მხატვარი“ უწოდეს.
მისმა მფლობელმა, ჯოან ლეფსონმა სიკვდილის მიზეზად ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი დაასახელა. როგორც ცნობილი ხდება, ხერხემლის ქვედა ნაწილის ტკივილის გამო, ღორი ორივე უკანა ფეხით კოჭლობდა.
”ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოველთა კეთილდღეობის ასეთი შთამაგონებელი ფიგურა აღარ არის. თუმცა, ვიხსენებ მასთან ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს და მის მიერ შექმნილ შედევრებს, “- განაცხადა 52 წლის ჯოანმა Caters
News-თან.
პიგკასოს თითოეული ნახატი საშუალოდ 25 ათასი დოლარის ფარგლებში იყიდებოდა. მისმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა მთელი მსოფლის მასშტაბით. “პიგკასოს“ ნახატები ჯორჯ კლუნისა და რაფაელ ნადალის კოლექციებშია; ცხოველი ასევე "თანამშრომლობდა" Swatch-ისა და Nissan-ის ბრენდებთან.
მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი 26. 898 დოლარად გაიყიდა. პიგკასო კი ცხოველის მიერ შესრულებული მსოფლიოს უძვირფასესი ნახატისთვის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
ის ცხოვრობდა და ხატავდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არაკომერციულ ფონდ Farm Sanctuary SA-ში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარს მიუსაფარი ცხოველებისთვის. მის სანახავად და ცხოველების მხარდასაჭერად ფონდში უელსის პრინცესა ქეით მიდლტონიც კი იმყოფებოდა. განაგრძეთ კითხვა