პოლონელი გაუდის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები - უცნაური ხის კოტეჯები ტატრების ძირში

თვალწარმტაცი ტატრების მთიან რეგიონში, პოლონეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე ექსცენტრიული არქიტექტორის, სებასტიან პიტონის მიერ შექმნილი მართლაც ზღაპრული სახლების ნახვაა შესაძლებელი. ანტონიო გაუდის შემოქმედებით შთაგონებული პოლონელი შემოქმედი არანაკლებ უცნაური ფორმის სიურეალისტურ შედევრებს ქმნის. როგორც მეპატრონეები აღნიშნავენ, მის სახლებსაც აქვს სული და გული, რადგან დაუღალავი ენთუზიასტი პოპულარიზაციას უწევს მე-19 საუკუნეში ამ მხარეებში გაჩენილ ადგილობრივ სტილს (რომელიც "ზაკოპანეს" სახელითაა ცნობილი),  ის აქტიურად აუმჯობესებს თავის მეთოდებს, შემოაქვს ახალ-ახალი ნიუანსები, რომლებიც დელიკატურად არის გადაჯაჭვული მაღალმთიანეთის ხალხურ ტრადიციებთან, მის შემოქმედებით კვლევებთან და მომხმარებელთა სურვილებთან.



მოწოდებით ხელოვანი და
განათლებით არქიტექტორი, სებასტიან პიტონი მთიანი რეგიონის მკვიდრია. თვალწარმტაცი ტატრები კიდევ უფრო ცნობილი გახდა მისი უჩვეულო პროექტებით, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ეს გასაგებიც არის, რადგან მსგავის სურრეალისტური, უცნაური ობიექტების საკუთარი თვალით ხილვა ყველგან როდია შესაძლებელი.


ყველაფერი კი ბავშვობაში დაიწყო, როდესაც სებასტიანი ბაბუასთან იზრდებოდა, მთელ ტერიტორიაზე ცნობილ გახდა ხუროს ოსტატთან. თინეიჯერობისას უფროსებთან ერთად მუშაობდა სახელოსნოში დურგლის თანაშემწედ, სადაც ყველაფერი მოსწონდა - ხის სუნიდან დაწყებული შემოქმედებითი პროცესით დამთავრებული. აქ მას შეეძლო თავისი ნიჭის გამოვლენა და ექსპერიმენტების ჩატარება. ამ გამოცდილებამ წინასწარ განსაზღვრა ახალგაზრდის სამომავლო პროფესია. ლოძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ლოძის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაემგზავარა ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო (ურბანული დაგეგმარების სპეციალობის ინჟინერი).


სტუდენტობიდანვე სებასტიანი დიდი კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის ნამუშევრებით, მისი უნიკალური სტილით იყო მოხიბლული, რომელშიც ჭარბობს სილამაზე და ბუნებრივი ფორმები, რაც ეწინააღმდეგება მარტივი ფუნქციონალური შენობების თანამედროვე კონსტრუქციას. სერტიფიცირებულმა არქიტექტორმა ვერ შეძლო დაეპროექტებინა ისეთი მარტივი და უსახური კონსტრუქციები, რომლებიც თავს იწონებს პოლონეთის უმეტეს ქალაქებსა და მის ფარგლებს გარეთაც. იგი მუშაობდა პროფესიით, მაგრამ შექმნა მართლაც უნიკალური შენობები, რომლებიც აშკარად გამოირჩევა მრავალი ქალაქის ტიპიური შენობების ფონზე და განსაკუთრებით მთის სოფლებს და მის მშობლიურ კოსციელსკოს ამშვენებს.


ქუჩას, სადაც "პოლონელი გაუდი" მეუღლესთან ერთად ცხოვრობს (მისმა სამმა ზრდასრულმა ვაჟმა უკვე დატოვა მამის სახლი) მისი ოჯახის სახელი დაარქვეს, რადგან არა მხოლოდ ის არის ცნობილი თავისი შემოქმედებითი კვლევებით, მისი ბაბუის და ბიძის ნამუშევრები პოლონური არქიტექტურის მწვერვალად არის მიჩნეული.




სებასტიან პიტონი ჩამოშორდა თანამედროვე მასალებს და სამშენებლო პრინციპებს, დაუბრუნდა ფესვებს, მთის სოფლების მცხოვრებლების მიერ შემუშავებულ ტრადიციებს. უფრო სწორეად, არქიტექტორმა მიმართა მე-19 საუკუნეში პოპულარულ სტილს - ზაკოპიანსკის სტილს (ზაკოპანეს სტილი ან ვიტკევიჩის სტილი), რომელშიც წინა პლანზე იყო ბუნებრივი პრინციპი. ამავდროულად, მან შეინარჩუნა წინა თაობების ხალხური ელემენტები, დაფუძნებული ბუნებრივ მასალებზე, რომლებიც პრაქტიკულად თვალწინ ჰქონდა - ხე და ქვა და ასევე არ უარყო ორგანული ფორმები (ძირითადად მხოლოდ დეკორაციაში).


სწორედ ამ ტრადიციებმა, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდა თვალწარმტაცი პეიზაჟების ბუნებრივ ფორმებსა და ესთეტიკას, შთააგონა თანამედროვე შემოქმედი. მისი ზრით, მის შემოქმედებაში ჯერ ესთეტიკა უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული და მიმზიდველი და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილებოდეს არქიტექტურული ობიექტების ფუნქციონალურობა და რაციონალურობა.

მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან პიტონი იცავს საცხოვრებელი სახლების, სასტუმრო კომპლექსების ან სხვა ობიექტების მშენებლობის ტრადიციულ ტექნიკას, თავად შენობის სტრუქტურისა და სახურავის ასეთი რთული ფორმები არ გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურაში.


პოლონელი არქიტექტორის ნამუშევრები იმდენადვე ლამაზია, რამდენადაც გამომგონებელი თავისი სილამაზითა და ზღაპრულობით.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის პროცესში თავად სებასტიანი არ მონაწილეობს, თუმცა იგი მთლიანად მართავს მას, ირჩევს პასუხისმგებელ და ნიჭიერ ხელოსნებს, რომლებიც შეძლებენ ასეთი რთული დავალების შესრულებას, რადგან ხისგან ტალღოვანი კედლების და/ან სახურავების გაკეთება ძალიან რთულია. შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდში 53 წლის ნიჭიერმა არქიტექტორმა 50-ზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელთა უმეტესობა კერძო საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო კომპლექსები, პატარა სასტუმროებია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები