ფალოვიეცი ზოგისთვის კომუნისტური ეპოქის არქიტექტურული კოშმარია, ზოგისთვის კი - საკულტო ობიექტი, რომელიც არა მხოლოდ ქალაქ გდანსკის და პოლონეთის საზოგადოების ყურადღებას იპყრობს, ტურისტებსაც არ სურთ პოლონეთის დატოვება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საცხოვრებელი სახლის უნახავად. 860 მეტრის სიგრძის მაღალსართულიანმა შენობამ, რომელშიც 6 ათასი მოსახლე ბინადრობს, გამოჩენის პირველივე დღიდან მიიპყრო ყურადღება, ზოგში შურს იწვევდა, ზოგში - ზიზღს, საბოლოოდ კი მთლიანად საკულტო ობიექტად და ქალაქის თითქმის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა, იმ ქალაქისა, რომელსაც თავის დროზე ბრიტანეთის პრინცესა ანა ეწვია.
გ
დანსკი მრავალი ისტორიული ძეგლით, დიდებული ეკლესიებითა და ხალხმრავალი პლაჟებით მდიდარი ქალაქია, რომელიც ტურისტებს არანაკლები არქიტექტურული შემოქმედებითაც იზიდავს. გარდა ამისა, პოლონეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქშო იმალება მარგალიტი, რომელსაც ბევრი პოლონელი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის უნიკალურ ძეგლად მიიჩნევს, ზოგი კი კომუნისტური გადმონაშთის სიმბოლოდ და არქიტექტურულ კოშმარად.
სულ ახლახან ერთ-ერთმა ყველაზე გრანდიოზულმა საცხოვრებელმა ქმნილებამ 50 წლის იუბილე აღნიშნა. წლების განმავლობაში, მის მიმართ დამოკიდებულება არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მას ვერასდროს ივიწყებენ, რასაც ვერ ვიტყვით კიდევ ერთ პოლონელ რეკორდსმენზე - ვარშავაში მდებარე ერთნახევარკილომეტრიან საცხოვრებელ კომპლექსზე.
ეს არის ნამდვილი ქალაქი ქალაქში, რომელსაც აქვს კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა ინფრასტრუქტურა. 11-სართულიან კორპუსს, სიგრძით 860მ (სიმაღლე - 32 მ, სიგანე 13 მ), 16 შესასვლელი და 1792 ბინა აქვს, რომელშიც ერთდროულად დაახლოებით 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც აღემატება პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სოფლების უმეტესობას. ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი შენობა აპოლონეთში (და მეოთხე ევროპაში). მას მხოლოდ საცხოვრებელმა კომპლექსმა ვარშავაში (1,5 კმ), ცნობილი კარლ მარქს ჰოფის საცხოვრებელმა კომპლექსმა ვენაში (1,1 კმ) და კორვიალეს საცხოვრებელმა კომპლექსმა რომში (980 მ) აჯობა. თუმცა ზემოჩამოთვლილ კომლექსებს არ აქვთ ისეთი ორიგინალური დიზაინი, რომელიც ნამდვილად წააგავს ნაპირზე მომსკდარ ტალღებს.
პოლონეთში ყველაზე ცნობილი ტალღის ფორმის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 1970 წელს დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს არ იყო ამ ტიპის პირველი ნაგებობა ქალაქში და ქვეყანაში. 1966 წელს, თავად გდანსკში, პიასტოვსკის ქუჩაზე აშენდა ორი 200-მეტრიანი შენობა, რომელიც ტალღების მოძრაობას მოგაგონებდათ. კიდევ ორი მსგავსი ტიპის ნაგებობა გამოჩნდა 1973-1975 წლებში კოლობრზესკას ქუჩაზე (270 მ) და რზეცინისპოლიტეის გამზირზე (220 მ). იაგიელონსკის ქუჩაზე 800 მეტრის სიგრძის საცხოვრებელი კორპუსი ფალოვიეკთან ერთად აშენდა. 1978 წელს აშენებული ბოლო საცხოვრებელი კორპუსი იყო 230 მეტრის სიმაღლის შენობა ნიუ-პორტში. გდანსკში სულ რვა "ტალღის მსგავსი" შენობაა. ყველა მათგანი 1960-იან და 1970-იან წლებში აშენდა, როდესაც ქალაქში საცხოვრებელი ადგილების დიდი დეფიციტი იყო. ეს გიგანტური კომპლექსები დროებითი გამოსავალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ვიცით, არაფერია ისეთი მუდმივი, როგორც დროებითი. შთამბეჭდავი ტალღისებრი შენობები ზღვისპირა ლანდშაფტს "შეერწყა".
მოდერნისტული საცხოვრებელი კორპუსი 4 სექტორად არის დაყოფილი, რის გამოც მას აქვს 4 ოთახი ნომერი ქუჩაზე. პროექტის გამორჩეული მახასიათებელი იყო ბლოკის სეგმენტები, დაყენებული 165 გრადუსიანი კუთხით და ოდნავ მოხრილი თაღის სახით, რათა შექმნილიყო ზღვის ტალღის შთაბეჭდილება.
ბინებში კარები გარე გალერეებიდან (ჩრდილოეთის მხრიდან) შედის. თავიდან ისინი გადაჭიმული იყო მთელ სიგრძეზე, შემდეგ დაიწყეს მათი გადაკეტვა, დახურვა ერთ შესასვლელთან, რისკის შესამცირებლად.

კომენტარები