მიუხედავად საფრანგეთის გარშემო შექმნილი მრავალი რომანტიკული სტერეოტიპისა, ორი რამ უდავოდ ახასიათებს - დახვეწილი სტილი და ამ ქვეყნის მკვიდრთა ცხოვრებისადმი რაციონალური მიდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები გამოირჩევიან დახვეწილობითა და ელეგანტურობით, ლამაზად ჩაცმითა და მოხდენილობით, მათ არც ეკონომიურობა ეშლებათ ამ მხრივაც გამორჩეულები არიან. ვნახოთ მათი ეკონომიის მთავარი პრინციპები.
ფრანგი ქალბატონები არასდროს დგანან საათობით ქურასთან, არ ამზადებენ უამრავ სადილს და არ ყიდულობენ უამრავ პროდუქტს, დილით ყავის დასალევად და კრუასანის მისართმევად კაფეში მიიჩქარიან, სადილად და ვახშმად კი ნახევარფაბრიკატებს მიირთმევენ, თითო ულუფას. შაბათ-კვირას კი შესაძლოა
ფრანგები ყოველთვის გამორჩეულად ჩაცმულები არიან, საბაზისო ხარისხიან ტანსაცმელში ფული არასდროს ენანებათ, რაც შეეხება სახლს, ავეჯი შესაძლოა ძველისძველი ჰქონდეთ, თუმცა მოვლილი, გაჯეტს და ტელეფონს კი მხოლოდ მაშინ ცვლიან, თუ შეკეთებას აღარ ექვემდებარება. ისინი ძალიან პრაქტიკულები არიან და ყველა ნივთს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ცდილობენ, ზედმეტი არასდროს არაფერში დახარჯონ.
ამ ქვეყანაში მანქანის ყიდვას ველოსიპედით სიარულს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებენ, არავინ ფიქრობს მანქანის კრედიტით ყიდვაზე დაქირავება უფრო იაფი უჯდებათ.
მიუხედავად ჩაცმის და სტილის სიყვარულისა, აქ ე.წ. შოპინგზე გადარეული არავინ არის, წელიწადში ორჯერ ყიდულობენ სამოსს და ისიც საჭიროების მიხედვით. მათი კარადები ტანსაცმლით გაძეძგილი არასდროს არის, თუმცა არც ის კითხვა აწუხებს ვინმეს, რა ჩავიცვაო.
ფრანგები ძალიან თავშეკავებულები არიან კომუნალური მომსახურების გადახდის დროსაც, ურჩევნიათ, თბილად ჩაიცვან, ვიდრე გათბობას აუწიონ, თვლიან, რომ ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.
კომენტარები