„მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადასახდელი გაეზრდება“ - გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა

„მთავრობას გაეზრდება ხარჯი, ადამიანი დაკარგავს დაზღვევით უამრავი სერვისით დაფარვის საშუალებას, ჯიბიდან გადახდა გაეზრდება და სადაზღვევო ბაზარიც შემცირდება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.

მთავრობა საკანონმდებლო დონეზე გეგმავს მინიმალური სადაზღვევო პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტს გაუთანაბროს. როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს მიმდინარეობდა. საუბარია იმაზე, რომ მინიმალური კერძო დაზღვევის პაკეტის სერვისები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არსებულ მინიმალურ მომსახურებას უნდა გაუტოლდეს.

„სიტუაცია არის ასეთი - საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არის 7
სახის მომსახურება. ყველაზე კარგი აქვთ პენსიონერებსა და უმწეოებს. კერძო სადაზღვევო ბაზარზე არჩევანს აკეთებს თვითონ ადამიანი, რასაც აირჩევს, იმას ყიდულობს. ძალიან განსხვავდება ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან. სახელმწიფო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ დაფაროს ჰოსპიტალი და როცა ადამიანი ყიდულობს კერძო დაზღვევას, ფიქრობს იმ ხარჯებზე, რომელიც მაინც მოუწევს და ჰოსპიტალზე ნაკლებად ფიქრობს. მან იცის, რომ დასჭირდება წამალი, ამბულატორიული კვლევები, ექიმი და ბოლოს ფიქრობს ჰოსპიტალზე. ჩვენს ქვეყანაში არის არასწორი მიდგომა, რომ თუ არ ხარ პენსიონერი და უმწეო, მაშინ როგორც კი სადაზღვევო პროდუქტს ყიდულობ, კარგავ სახელმწიფო მომსახურებას. ადამიანმა, რომელმაც იყიდა დაზღვევა იმიტომ, რომ კარგი ამბულატორია და წამლის დაფარვა ჰქონდეს, დაკარგა ამით ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში, თუ გაუჭირდება, მოქალაქე რჩება პრობლემის წინაშე და ისევ მიდის მთავრობასთან,“ - აღნიშნა ხეჩინაშვილმა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები