ქრისტეფორე კოლუმბის სახლი გამოქვაბულში, გათანამედროვებული ინტერიერით, 4 მლნ ევროდ იყიდება - დაათვალიერეთ

მაიორკა ესპანეთის ნამდვილი არქიტექტურული საგანძურია. მაიორკა არა მხოლოდ თავისი შესანიშნავი კლიმატით არის ცნობილი, არამედ არქიტექტურული მარგალიტებით, რომელშიც ძველი რომაული და მავრიტანიული კულტურის ელემენტები ერწყმის ერთმანეთს, სწორედ ეს სინთეზი იწვევს განაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას.
აქ მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა შემორჩენილი, მათ შორის საოცარი სახლი გამოქვაბულში, და მიუხედავად იმისა, რომ იგი არ კლასიფიცირდება, როგორც არქიტექტურული შედევრი, მას შეუძლია დაიკვეხნოს უჩვეულო ისტორიით, არაჩვეულებრივი დიზაინით და სრულყოფილი თანამედროვე კომფორტით. საუბარია იმ საცხოვრებელზე, რომელშიც ქრისტეფორე კოლუმბმა გაატარა ახალგაზრდობა. სწორედ ეს სახლი ელოდება ახალ მფლობელს, რომელსაც ჯიბეში მინიმუმ 4
მილიონი ევრო უნდა ჰქონდეს.


ამ გამოქვაბული სახლის მშენებელობა სათავეს მე-14 საუკუნეში იღებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კუნძული მრავალი საუკუნის განმავლობაში მეკობრეების ბაზა იყო, ადამიანის მიერ შექმნილი გამოქვაბული შეიძლებოდა უფრო ადრეც გამოჩენილიყო და შემდგომ საუკუნეებში განადგურებულიყო.

ამბობენ, რომ ამ სახლში, არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტეფორე კოლუმბის მოკრძალებული ოჯახიც კი ცხოვრობდა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში.

უძველესი თავშესაფრის ამჟამინდელი ისტორია კი ამ ადგილას ლოს-ანჯელესელი ტელეპროდიუსერის, დევიდ ფრანკის სტუმრობით დაიწყო, რომელიც 2006 წელს პირველად ჩავიდა მაიორკაში და უბრალოდ შეუყვარდა გამოქვაბულის სახლი.

მისი ცოლ-შვილი იზიარებდა მის ენთუზიაზმს, ამიტომ უყოყმანოდ გადაწყვიტეს ეყიდათ ეს მოკრძალებული სახლი, თუმცა არც კი იცოდნენ, რა უნდა მოეხერხებინათ მისთვის. ისინი შეუდგნენ სახლის აღდგენას, თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მისი ავთენტურობა შეენარჩუნებინთ.


გამოქვაბულში განთავსებულ შესანიშნავი რეზიდენციაში, რომელშიც ამჟამინდელი მფლობელები თითქმის 4 მილიონ ევროს ითხოვენ, უძველეს სოფელ ფელანიჩასთან მდებარეობს. გარდა არატრადიციული საცხოვრებელი სივრცისა, გამოქვაბულის სახლს აქვს თითქმის ორი ჰექტარი მიწა სურნელოვანი ბაღებით, ზეთისხილის ხეებით, ნაკადულით და ხელოვნური ჩანჩქერით.



აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელმა მფლობელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ახალმა მფლობელებმა უძველესი გამოქვაბული სახლი ფერად სასტუმროდ აქციონ, რომელშიც თითოეულ ოთახს თავისი უნიკალური ატმოსფერო აქვს.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები