ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, შენობები დაინგრა და მოსალოდნელი ცუნამის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა მთავრობამ მოსახლეობა.
თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მიწისძვრის დროს გადაღებულ კადრებში ვხედავთ, როგორ ირხევა კუნძულის ყველაზე მაღალი შენობა და არ ინგრევა. ეს არის 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების ცათამბჯენი Taipei 101.
500 მეტრის სიმაღლის შენობა ისეა დაგეგმარებული, რომ მიწისძვრისა და ქარის დროს შენობის რყევა 40%-ით ნაკლებია. შენობის სიმტკიცის საიდუმლო მის შიგნით, 92-ე სართულზე განთავსებული გიგანტური სფეროა.
როცა შენობა ერთი მიმართულებით იხრება, ფოლადის სფერო საპირისპირო მიმართულებით იხრება და კონსტრუქცია წონასწორობას ასე ინარჩუნებს. ასე რომ, მიუხედავად მცირედი რხევისა, ცათამბჯენი მაინც მყარად დგას. განაგრძეთ კითხვა