ნივთები სახლში, რომლებიც სტუმრებისთვის არ უნდა იყოს თვალსაჩინო

სტუმრების მოსვლამდე ყოველთვის ვაწესრიგებთ სახლს, ვქმნით სასიამოვნო ატმოსფეროს სახლში, რომელიც ყველა სტუმარზე მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებას დატოვებს. მაგრამ დასუფთავების პროცესში შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ჩვეულებრივ ნივთებს, რომლებიც როგორც წესი, ისე გვილაგია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაშია მოსახერხებელი, თუმცა სტუმრისგან უმჯობესია თვალს მოფარებული იყოს.

აბაზანის ჰიგიენის საშუალებები
პირადი ჰიგიენის საშუალებები და აქსესუარები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. რაც უფრო ნაკლებ ნივთს ხედავენ თქვენი სტუმრები, მით უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს აბაზანაში.

პირადი პირსახოცები

კითხვების თავიდან აცილების მიზნით: "რომელი პირსახოცი გამოვიყენო?", გაამარტივეთ დავალება როგორც სტუმრებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის.
აიღეთ აბაზანიდან ის პირსახოცები, რომლებსაც თავად იყენებთ. რაც უნდა ახლობლები იყვნენ ადამიანები, ჰიგიენის წესები არავის გაუუქმებია.

მნიშვნელოვანი დოკუმენტები
პირადი დოკუმენტები ჩადეთ საქაღალდეში ან მაგიდის ნებისმიერ განყოფილებაში. ასე არ დაკარგავთ მათ და არც ადამიანებს შეარცხვენთ, რომლებმაც შეიძლება შემთხვევით დაინახონ თქვენს შესახებ მათთვის არასაჭირო ინფორმაცია.

ჩანაწერები შეხსენებებით ან სურვილებით
ადამიანები ერთმანეთს ხშირად ვუტოვებთ პატარ-პატარა შეხსენებებს: რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უნდა წავიღოთ სამსახურში, რომელი პროდუქტები უნდა ვიყიდოთ საღამოსთვის, ან უბრალოდ სასიამოვნო სიტყვები დავუწეროთ საყვარელ ადამიანს, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იმდენად პირადია, რომ გარე თვალისგან მოშორებული უნდა იყოს.

არასაჭირო ნივთები შემოსასვლელში
შემოსასვლელში ხშირად გვიდევს ყველა ის ნივთი, რომლის დავიწყებაც გვეშინია სახლიდან გასვლამდე ან ნივთი, რომელიც ზედმეტი აღმოჩნდა გასვლამდე. უმჯობესია მსგავსი ნივთები სტუმრების მოსვლამდე თავის ადგილებზე დააბინაოთ.

ჭუჭყიანი ნივთები

რა თქმა უნდა, გასარეცხი ნივთები არის ის, რაც თავისთავად უნდა გაიტანოთ ოთახიდან, მაგრამ, შესაძლოა ასეთი ტანისამოსი უბრალოდ დაგავიწყდეთ, ამიტომ, ამას მიაქციეთ ყურადღება.

საბანკო ბარათები, ფული
შეეცადეთ განათავსოთ ნაღდი ფული ან საკრედიტო ბარათები იზოლირებულ ადგილას.

სამკაულები
სამკაულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყველა ქალის ცხოვრებაში, აქსესუარების შენახვა (განსაკუთრებით თუ ძვირფასია) განსაკუთრებული ხელოვნებაა. ხშირად ის ან საძინებელში გვილაგია ან შესასვლელში. სტუმრების მოსვლამდე, უმჯობესია ისინი ცალკე ყუთში მოათავსოთ: ასე არც დაიკარგება და ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს.

წამლები
ვიტამინები, აბები და სხვა მედიკამენტები ზოგჯერ გარკვეულ ადგილს იკავებს სამზარეულოში. სტუმრების მოსვლამდე ისინი უმჯობესია აალაგოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები