მარი კონდო წარმატებული ბიზნესის დამფუძნებელია ტოკიოში, ასევე აღიარებული ექსპერტი გახლავთ სილამაზის, მშვიდობისა და შთაგონების სივრცის შექმნის საქმეში. წარმოგიდგენთ ფრაგმენტებს მისი წიგნიდან, რომელიც ბესტსელერი გახდა.
ოდესმე აღმოჩენილხართ გაუთავებელი დალაეგბის ხაფანგში, რის შემდეგაც არასაჭირო, უსარგებლო და, რაც მთავარია, ისეთი ნივთები, რომელიც არანაირ სიხარულს არ განიჭებთ, ისევ მიმოფანტული აღმოჩნდება ხოლმე მთელ სახლში? შეიძლება რამდენიმე საათი ან თუნდაც დღე დახარჯოთ სახლის მოწესრიგებაზე, მაგრამ არეულობის შეგრძნებამ არ დაგტოვოთ - რა თქმა უნდა, სანამ აღიარებული იაპონელი ექსპერტის, მარი კონდოსგან გააზრებული წმენდის მეთოდს არ გაეცნობით.
ის მსოფლიოში
ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს
ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ახლა eეს შეუძლებელი გეჩვენებათ, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია თითოეული ნივთისთვის ადგილის გამონახვა, სინამდვილეში ბევრად უფრო ადვილია იმის გადაწყვეტა, თუ რა შეინახოთ და რა გადაყაროთ. თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ რომელი ნივთების შენახვა გსურთ, დაგრჩათ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ - ეს ნივთები ერთმანეთთან შეინახოთ.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდეს? იმის გამო, რომ "ობოლი" ნივთის არსებობა ზრდის შანსს, რომ თქვენი სივრცე კვლავ დაბინძურდეს. ვთქვათ, თქვენ გაქვთ თარო, რომელზეც არაფერია. რა მოხდება, თუ ვინმე დატოვებს ნივთს ამ თაროზე, რომლისთვისაც არ არის გამოყოფილი ადგილი? ეს ერთდაერთი ნივთი იქნება თქვენი არეულობის მიზეზი. სანამ ამას გაიგებთ, ეს სივრცე, რომელიც წესრიგის განცდას ქმნიდა, იქნება არეული და მოუწესრიგებელი.
თითოეულ ნივთს მხოლოდ ერთხელ სჭირდება ადგილის მინიჭება. სცადე! შედეგები გაგაოცებთ. თქვენ შეწყვეტთ იმაზე მეტი ნივთის ყიდვას , ვიდრე გჭირდებათ და ზედმეტი ნივთები აღარ დაგროვდება.
მოიშორეთ უსარგებლო ნივთები
სინამდვილეში თქვენს სახლი საკმარისი ადგილია. რამდენჯერ დაუწუწუნიათ დიასახლისებს, რომ არ აქვთ საკმარისი ადგილი, მაგრამ მე არასოდეს მინახავს სახლი, რომელშიც არ არის საკმარისი ადგილი. სინამდვილეში, პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი რამ, ვიდრე გვჭირდება. მას შემდეგ, რაც ისწავლით, როგორ შეარჩიოთ სწორად ნივთები, გექნებათ მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც იდეალურად მოერგება არსებულ სივრცეს. ეს არის დასუფთავების ნამდვილი ჯადოქრობა. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი მეთოდი, რომ შევინარჩუნოთ მხოლოდ ის, რაც სიხარულს გვანიჭებს და რაც გვჭირდება, რეალურად მუშაობს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დაიწყოთ ზედმეტი ნივთების მოშორებით. როგორც კი ამას გააკეთებთ, ადვილად გადაწყვეტთ, სად მოათავსოთ დანარჩენი ნივთები, რადგან უსარგებლო ნივთების მოშორების შემდეგ იმის მესამედი ან თუნდაც მეოთხედი დაგრჩებათ, რაც თავდაპირველად გქონდათ. რაც უნდა ბევრი და ეფექტური შესანახი სისტემა გქონდეთ თუ დალაგებას იმაზე ადრე დაიწყებთ, სანამ უსარგებლო ნივთებს მოიშორებთ, საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.
არეულობის თავიდან აცილება დამოკიდებულია შენახვის გამარტივების უნარზე - მე მხოლოდ ორი წესი მაქვს: შეინახეთ ერთი და იგივე ტიპის ყველა ნივთი ერთ ადგილას და არ დაუშვათ მათი მთელ სახლში მიმოფანტვა.
პირადი ნივთების კლასიფიკაციის მხოლოდ ორი გზა არსებობს: ნივთის ტიპისა და პიროვნების მიხედვით. თუ მარტო ცხოვრობთ ან საკუთარი ოთახი გაქვთ, შენახვა უაზრობაა - უბრალოდ დანიშნეთ ერთი კონკრეტული ადგილი თითოეული კონკრეტული ტიპის ნივთისთვის. კატეგორიების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია იმ თანმიმდევრობის დაცვით, რაც შემოგთავაზეთ ნივთების დახარისხებისთვის. დაიწყეთ ტანსაცმლით, შემდეგ გადადით წიგნებზე, დოკუმენტებზე და ბოლოს სუვენირებზე ან სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთებზე. თუ ნივთებს ამ თანმიმდევრობით დაალაგებთ, შეგიძლიათ თითოეული კატეგორია თავის დანიშნულ ადგილზე მოათავსოთ.
თუ თქვენ ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, ჯერ მკაფიოდ განსაზღვრეთ ცალკეული სათავსოები ოჯახის თითოეული წევრისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეგიძლიათ გამოყოთ ცალკე კუთხეები თქვენთვის, მეუღლისა და შვილებისთვის, შემდეგ კი შეინახოთ ის, რაც თითოეულ ადამიანს ეკუთვნის, საკუთარ კუთხეში.
ორგანიზება კატეგორიის მიხედვით. ჯერ - ტანსაცმელი, შემდეგ - წიგნები, დოკუმენტები და ა.შ.
მთავარია თავი დააღწიოთ არასაჭირო ნივთებს. ამისათვის აიღეთ ხელში თითოეული ნივთი და ჰკითხეთ საკუთარ თავს, მოაქვს თუ არა მას სიხარული. თუ არა, თავისუფლად გადააგდეთ.
დასუფთავება არის დიალოგი საგნებთან. იაპონელები ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ უსულო საგნებს. მარი გვთავაზობს მადლობა გადავუხადოთ ნივთს შესანიშნავი მომსახურებისთვის და ისე გადავაგდოთ.
დაივიწყეთ შესანახი სისტემები. ისინიც უსარგებლო ნაგავია, არ გჭირდებათ მათი ყიდვა.
გადაახვიეთ ყველაფერი მილებად. ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ საჭიროებს საკიდზე დაკიდებას, გადაახვიეთ სუშის მსგავსად და ვერტიკალურად მოათავსეთ უჯრებში.
დაკიდეთ ნივთები მუქიდან და თბილიდან ნათელი და მსუბუქისკენ. ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე კარგად გამოიყურება საკიდზე, არ საჭიროებს დახვევას. მისთვის სხვა წესები უნდა იყოს გამოყენებული: მსგავსი ნივთები ახლოს უნდა ეკიდოს. რეკომენდებულია მათი დაკიდება მარცხნიდან მარჯვნივ, მუქი და თბილიდან დაწყებული ღია და თხელისკენ.
მოიშორეთ საბუთები, ძველი ჟურნალები, საგანმანათლებლო მასალები ტრენინგებიდან, გამოუყენებელი რვეულები და უთვალავი, მაგრამ სრულიად უსარგებლო ჩანაწერები. ეს აუცილებლად აფუჭებს თქვენს ინტერიერს. ყველფერი ეს გაჯეტების მოსახერხებელი ბლოკნოტებით ჩანაცვლეთ.