რატომ მალავდნენ ფულს მაცივარში საბჭოთა კავშირის დროს


საბჭოთა საზოგადოების ცხოვრებაში კომუნალურ ბინებს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ეს ოჯახებს შორის საჭიროებდა სივრცის გაზიარებას და პირადი საზღვრების პატივისცემას. იმ დროს ადამიანები თავიანთი ქონების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდნენ, ერთი შეხედვით ძალიან პრიმიტიულს, თუმცა იმ დროისთვის მისაღებ დაცვის მეთოდებს იყენებდნენ. დაცვის ასეთი მექანიზმი იყო მაგალითად მაცივრები ჩაშენებული საკეტით.

ახლა ეს ძალიან უცნაირად და შეიძლება ითქვას, რომ სასაცილოდაც კი ჟღერს, თუმცა იმ დროს, როდესაც მთავარი პრობლემა პირადი სივრცის ნაკლებობა იყო და როდესაც მუდმივ მეზობლებთან საერთო ტერიტორიაზე ცხოვრება ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა, ადამიანები გამოსავალს ასე
პოულობდნენ. კომუნალური ბინები არ იძლეოდა  კონფიდენციალურობის საშუალებას და მეზობლებში კონფლიქტსა და პრობლემებს იწვევდა.

ასეთი ტიპის საერთო ბინები, როგორც საცხოვრებლის ფორმა, რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ბინების დასავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში გამოჩნდა. მრეწველობის განვითარებამ ბევრი ადამიანი ჩამოიყვანა სოფლებიდან ქალაქებში და ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს ქალაქებში ჩამოსახლება, რადგან აქ ქარხნები იყო განთავსებული. თუმცა ქალაქები არ იყო მომზადებული მოსახლეობის მკვეთრი ზრდისთვის და ხალხს  საკმარისი საცხოვრებელი სივრცე არ ჰქონდა.

შედეგად, უძრავი ქონების მფლობელებმა  ბინებში ინდივიდუალური ოთახების გაქირავება დაიწყეს. ეს მიდგომა მფლობელებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევდა და მუშისთვის კი ერთი ოთახის დაქირავება, უფრო ადვილი იყო, ვიდრე მთლიანი ბინის. თუმცა, ყველა ქალაქში არ იყო ცალკე ოთახის ქირაობის საშუალება, ამიტომ გაჩნდა შესაძლებლობა დაექირავებინათ "კუთხე" ან თუნდაც მხოლოდ საწოლი, ანუ ერთ ბინას ან ოთახს იზიარებდა რამდენიმე ოჯახი ან ადამიანი. ამ ბინებს ჩვეულებრივ საერთო სამზარეულო და აბაზანა ჰქონდა და შესაბამისად, თანამედროვე კომუნალურ საცხოვრებელს ჰგავდა.

1924 წელს სსრკ-ში დაწესდა სტანდარტები, რომლის მიხედვითაც თითოეულ ადამიანს მხოლოდ 8,2 მ2 საცხოვრებელი ფართის ქონის უფლება ჰქონდა. თუმცა ეს ნორმები პრაქტიკაში იშვიათად იყო დაცული. ეს გამოწვეულია მოსახლეობის სწრაფი ზრდით და საბინაო მარაგის მშენებლობისა და გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობებით. შედეგად, ბევრი ადამიანი იძულებული იყო ეცხოვრა ვიწრო და არაკომფორტულ გარემოში, სადაც არ იყო საკმარისი და რაც მთავარია ნორმალური პირობები დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის.
სამამულო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი სახლი დაინგრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ევაკუაციიდან დაბრუნებულ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი ბინები უკვე სხვა ადამიანების მიერ დაკავებული აღმოეჩინათ. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ზომები ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბინები მათ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა და დევნილებს ახალი საცხოვრებლის მოძებნაში დაეხმარა. მაგრამ საცხოვრებელი კვარტლების პრობლემა აქტუალობას არ კარგავდა.

კომუნალურ ბინებში ცხოვრება ძალიან რთული და არახელსაყრელი იყო. ყველაზე მოწესრიგებული და სუფთა მაცხოვრებლებიც კი ხშირად აწყდებოდნენ საერთო სივრცეებში ჭუჭყისა და მოუწესრიგებლობის პრობლემას. სამზარეულოებში, როგორც წესი, ორი ან სამი ღუმელი იყო დამონტაჟებული, თუ ოთახის ზომა ამის საშუალებას იძლეოდა. ზოგჯერ მოსახლეობას ერთი ღუმელის ქურების გაზიარება და კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნა უწევდა ქურის გამოყენებასა და კერძების მომზადებასთან დაკავშირებით.
ამ დროს სსრკ-ში გამოჩნდა მაცივარი, საკეტიანი მაცივრები კი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უზრუნველყოფდნენ საკვების გაციებასა შენახვას, არამედ ის მეზობლებისგან და არასასურველი თავდასხმებისგან დაცვის გარანტია ყოფილიყო.




მაცივარზე საკეტის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა პირადი საზღვრების შენარჩუნება, ასევე მეზობლებთან შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილება საკვების დაკარგვის გამო. მწირი სამომხმარებლო შესაძლებლობების ეპოქაში, ჩვეულებრივი მაცივრები, განსაკუთრებით კომუნალურ ბინებში, ხშირად სახლის ყველაზე ძვირფასი ნივთი ხდებოდა, ამიტომ, მათზე საკეტის გამოყენება უბრალოდ აუცილებელი იყო.  ეს მაცივრები ოჯახში სიმდიდრისა და ცხოვრების დონის სიმბოლოდაც  იქცა.

მაცივრები არა მხოლოდ საკვების შესანახი იყო, ის ერთგვარი საცავი გახლდათ ყველაზე ძვირფასი ნივთებისთვის. ზოგიერთი იქ ფულს და ძვირფასეულობას მალვა იმ იმედით, რომ იქ ყველაზე უსაფრთხოდ იქნებოდა, მათ შეეძლოთ ნივთების ჩაკეტვა და გასაღების თან წაღება, რადგან მაცივრის კარი ბევრად უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე სახლის კარი. ასე რომ, ძველი მოდელები საკეტებით საბჭოთა კავშირის ერთჰვარი სიმბოლო იყო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები