ვნახოთ, თუ როგორ შეუძლია საძინებლის ატმოსფეროს, მის დიზაინს ბოროტად ეხუმროს ადამიანს, წაართვას მას სექსი და სიყვარული ან პირიქით, როგორ ეხმარება სწორ ძილში და ადამიანს მრავალი პრობლემის თავიდან აცილებაში.
ევროპელი ფსიქოლოგების კვლევის მიხედვით, ოთახს, სადაც ადამიანი ცხოვრობს, შეუძლია ყველაფრის თუ არა, ძალიან ბევრი რამის თქმა მაინც მისი მფლობელის შესახებ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე საძინებელს ეხება - სახლის ყველაზე ინტიმურ კუთხეს, რომელცი სავსეა ბევრი საინტერესო დეტალით, რომელიც მისი მფლობელების ხასიათს ამჟღავნებს. გამოდის, რომ საძინებლის ავეჯი და ინტერიერის ნივთები სახლის ბინადართა პირად ცხოვრებას განსაზღვრავს.
იმის გაგება,
გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ეს პირველ რიგში ოთახის ზომაზეა დამოკიდებული. უზარმაზარია საძინებელი ვერ შეავსებს მის მფლობელებს სიყვარულისა და სითბოს ენერგიით, ეს ენერგია დიდ სივრცეში გაიფანტება. ასევე თუ საძინებელი ძალიან პატარა ზომის არის, მასში სექსუალური ენერგია საერთოდ ვერ იმოძრავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორების ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები ექნებათ.
ექსპერტის აზრით, საძინებელში "ინის" ენერგია ჭარბობს, რაც მას ქალის სამეფოდ აქცევს.
ენერგიის ნაკადების დასაბალანსებლად და მარტოობის თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია საძინებელი ოთახი ისე დაგეგმოთ, რომ არც დიდი იყოს და არც პატარა.
საძინებელში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საწოლია. ის უნდა იყოს ფართო და კომფორტული. მნიშვნელოვანია, რომ საწოლის თავი კედელთან იყოს მიბჯენილი, ფეხები კი კარისკენ მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შეიძლება აწუხებდეთ თავის ტკივილი და კოშმარებიც კი, ძილის ქრონიკული ნაკლებობა და, შედეგად, დაღლილობა და ცუდი განწყობა. საწოლის გვერდებზე ტუმბოები ან სხვა რაიმე ნივთი უზრუნველყოფს მძინარეთა დაცვას. სუსტი განათება ამ სივრცეს იდუმალებას მატებს, საწოლის ქვეშ არაფერი უნდა იყოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელების ინტიმურ ცხოვრებაში სტაგნაცია გარდაუვალი იქნება.
მნიშვნელოვანია დეკორის ელემენტებიც.
ნივთები უნდა იყოს წყვილად - მაგალითად, ორი სანთელი, ორი ყვავილი ან ორი ფიგურა სურათზე.
რაც შეეხება ნახატებს, ფენ შუის სწავლების თანახმად, საძინებელში ნახატის კლასიკური ვერსია არის პეონის გამოსახულება. ისინი შექმნილია სიხარულისა და სიმშვიდის გამოსასხივებლად, რაც უაღრესად სასარგებლოა ადამიანის ტვინისთვის სიმშვიდის მისანიჭებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკიდოთ წყლის გამოსახუკებით - ეს ღალატს მოასწავებს, მით უმეტეს, თუ ხელოვნების ნიმუშები საწოლის თავთან არის განთავსებული. საძინებელში სურათმა არ უნდა აღაგზნოს ფანტაზია, პირიქით, ის უნდა ამშვიდებდეს.
სპეციალისტები ამ ოთახში ცოცხალ ყვავილებსაც მიესალმებიან. ფენ შუის სპეციალისტები ცალსახად მიიჩნევენ, რომ მრავალდონიანი ჭერი საინებელში არ არის რეკომენდებული, რამეთუ ის ენერგიის შეკავებას გამოიწვევს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საძინებელი მუდმივად მოწესრიგებული, დალაგებული და სუფთა იყოს. ეს პირდაპირ მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ძილზე. იქ, სადაც ადამიანს სძინავს, ზედმეტი ნივთები არ უნდა იყოს.