ამ ვიდეოს, რომელსაც გვერდი ბაღის დიზაინი ავრცელებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
ვიდეო საბერძნეთის კუნძულ კორფუზეა გადაღებული და ეს ტრადიცია ამ კუნძულზე უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება. აღდგომას, უფრო ზუსტად კი - დიდ შაბათს, ადამიანები აივნებიდან, ფანჯრებიდან თიხის წყლიან ქოთნებს ყრიან - დიდებს და პატარებს, ხან - ლამის ადამიანის ზომისასაც კი, და ყვირიან: "ქრისტე აღდგა!". ითვლება, რომ ასე თავისუფლდებიან ძველი ცოდვებისგან, ხოლო ხმაური და მსხვრევა ბოროტ ძალას განდევნის.
ქოთნები მიწაზე ენარცხება და ქუჩები ივსება ნამსხვრევებით. ადგილობრივმა მოსახლეობამაც იცის, რა ხდება და ტურისტებმაც და იციან, რომ ამ დროს უნდა მოერიდონ შენობებთან გავლას.