10 ნივთი, რომლებიც სახლში უბედურებას იზიდავენ


ჩვენ შევადგინეთ იმ ნივთების სია, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა მოიშოროთ თავიდან.
თუ ყველაფერი ხელიდან გივარდებათ ან ყველა საქმე წარუმატებლად მთავრდება და ხელმოცარული ხართ, არ იჩქაროთ ამაში სხვების დადანაშაულება. სჯობს ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს სახლს. თურმე უმარტივეს ნივთებს შუძლია უარყოფითი ენერგიის მიზიდვა და ასევე უბედურებისა და წარუმატებლობის შეტანა სახლში.

ნაგავი ჯიბეში ან ჩანთაში

ქაღალდები, ხელსახოცები, ბილეთები, ძველი ქვითრები და სხვა ნაგავი, რომელიც გროვდება ტანსაცმლის ჯიბეში ან საფულეში, არ არის კარგი. ასეთ არეულობას შედეგად მოყვება დაბნეულობა და წარუმატებლობა. ამიტომ, სჯობს სასწრაფოდ გადაყაროთ
მსგავსი ნაგავი.

გატეხილი მინა ან სარკეები

ბევრმა იცის, რომ გატეხილი სარკის სახლში შენახვა არ შეიძლება, რადგან მას უსიამოვნება მოაქვს. უფრო სწორედ, წარუმატებლობისა და გაჭირვების შვიდი წელი. იგივე ეხება გატეხილ მინას, რომელიც სიმბოლურად ფინანსურ ხარვეზს განასახიერებს.

ნივთები, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ


ასეთი ნივთების ენერგია, თუნდაც ისინი სრულიად ახალი იყოს, დროთა განმავლობაში უარყოფითად იქცევა, ამიტომ უმჯობესია ვინმეს აჩუქოთ და მეორე სიცოცხლე შესძინოთ.

დაბზარული ჭურჭელი ან გატეხილი საათები

თეფშები, მაგალითად, ოჯახური ცხოვრების სიმბოლოა. არ გინდა, რომ ეს ცხოვრება დაინგრეს? მაშინ სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან გამოუსადეგარი სამზარეულოს ჭურჭელი. გაჩერებული ან გატეხილი საათი ცუდი ნიშანია. ის დაუყოვნებლივ უნდა შეკეთდეს ან, თუ მათი შეკეთება შეუძლებელია, გადააგდეთ.

ფოტოები, რომელიც ცუდ მოგონებებს აღგიძრავთ

ნივთები, რომელსაც ნეგატიური ასოციაციები აქვს, საერთოდ არ უნდა ინახებოდეს სახლში. ნეგატივმა, რომელსაც განიცდით ამ ნივთები ან სურათების ყურებისას, შეიძლება გამოიწვიოს რეალური წარუმატებლობა.

ცალ-ცალი ნივთები


ნივთები, რომლებიც საჭიროებენ წყვილს (წინდები, თხილამურები, ჩუსტები, ფეხსაცმელი და ა.შ.) უნდა გადააგდოთ მაშინვე, როგორც კი დაკარგავთ "მეორე ნახევარს". წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბლოკავს პოზიტიურ ენერგიას და მიიზიდავს უსიამოვნებებს.

გამხმარი ყვავილები


გამხმარი ყვავილები, ფიტულები, გამხმარი პეპლები ან ხოჭოები, ცხოველების რქები და ფრინველის ბუმბული ხელს უშლის პოზიტიური ენერგიის წვდომას და ოჯახში უბედურებას მოაქვს.

წყობიდან გამოსული გაჯეტები

ცოცხი პირველი დამხმარეა სახლში. ის ყველაფრი ცუდისგან გაწმენდის სიმბოლოა. ამიტომაც ძველ გაფუჭებულ ცოცხი ან ძველი გატეხილი მტვერსასრუტი ფინანსური ნაკადის შემცირებას იწვევს.

სტიქიური უბედურებების ამსახველი ნახატები და პლაკატები

ქარიშხალი, ცუდი ამინდი და ნებისმიერი სხვა ცუდი ამინდი იწვევს შემაშფოთებელ აზრებს. მსგავსი მოვლენის ამსახველი სურათები ასევე იზიდავს წარუმატებლობას და უბედურებას. ამიტომ, უმჯობესია ასეთი ნახატები უფრო საინტერესო და ნათელი ჩაანაცვლოთ.

ძველი და დაზიანებული ნივთები

ეს შიძლება იყოს ძველ იგაზეთები, ჟურნალები, ტანსაცმელი. ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს და უსარგებლო ნივთები უნდა გადაიყაროს, რათა ადგილი დაუთმოთ ახალს და არ მიიზიდოს უარყოფითი ენერგია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები