რა არ უნდა აჩუქოთ არასდროს იუბილარს


თუ გსურთ, რომ თქვენმა საჩუქარმა  იმედგაცრუება არ გამოიწვიოს და ნაგავის ურნაში არ აღმოჩნდეს, მოერიდეთ ამ 10 ვარიანტს.
გაცემა ყოველთვის სჯობს მიღებას, მაგრამ არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ადამიანი საჩუქრით იმედგაცრუებულია - ის ცდილობს დემონსტრირებას, რომ ყველაფერი მოსწონს, თუმცა აშკარაა, რომ ეს ასე არ არის. დაიზღვიეთ თავი უსიამოვნო გამოცდილებისგან, სამუდამოდ ამოიღეთ ყველა დროის ყველაზე ცუდი საჩუქრები თქვენი საჩუქრების სიიდან.

 ნაჩუქარის გაჩუქება


ის უბრალოდ უსიამოვნოა და მისი აღმოჩენა ნებისმიერ დროს შეიძლება. თუ არ მოგწონთ თქვენი რომელიმე საჩუქარი,  ქველმოქმედებაში გამოიყენეთ ან  მეგობარს შესთავაზეთ ან უბრალოდ
გაყიდეთ.

წინდები

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის თქვენი დიზაინით არის შესრულებული ან შეიცავს დაბადების დღის ბიჭის საყვარელ ხუმრობას ან გამოსახულებას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, სხვა შემთხვევაში უმჯობესია მოიფიქროთ რაიმე უკეთესი.

სპორტული ინვენტარი


ალბათ გყავთ ფიტნესით გატაცებული მინიმუმ ერთი მეგობარი ბიჭი, თუმცა ნუ გარისკავთ უნებლიედ იმის მინიშნებით, რომ თქვენი საჩუქრის მიმღებმა თქვენი საჩუქრის მეშვეობით წონაში უნდა დაიკლოს.

ასაკის საწინააღმდეგო კოსმტიკა


თავის მოვლის მსგავსი კატეგორიის საშუალებები შეგიძლიათ აჩუქოთ მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებს, რომლებთანაც სანდო ურთიერთობა გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევანი შეიძლება არასწორად გაიგონ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ საჩუქრის ადრესატი არ განაწყენდება "დაბერების საწინააღმდეგო" საჩუქრით, სჯობს შეარჩიოთ კარგი ლოსიონი სეზონური სურნელით.

იაფი კოსმეტიკა

იაფი კოსმეტიკა ნამდვილად არ არის ის, რაც ვინმეს სურს საჩუქრად. მეტიც, ჩვენ ყველა დავდივართ მაღაზიებში და მშვენივრად ვიცით, რა ღირს მსგავსი პროდუქტი.

შიდა თეთრეული


თეთრეულის ჩუქება საყვარელი ადამიანისთვის რომანტიკულია. თუმცა, არსებობს რისკი, ვერ გამოიცნოთ ზომა. სხვა შემთხვევაში მსგავსი ტიპის საჩუქრის ჩუქება უცნაურია. ამ შემთხვევაში უმჯობესია თეთრეულის კარგი მაღაზიის ვაუჩერი აჩუქოთ ადამიანს.

შინაური ცხოველები


ცოცხალი არსებები ნამდვილად სარისკო საჩუქარია. ასეთ პასუხისმგებლობის მინიჭება ადამიანისთის ძალიან რთულია. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ იუბილარი უარს არ იტყვის შინაურ ცხოველზე, არასოდეს აჩუქოთ, შესაძლოა მან უბრალოდ ვერ შეძლოს მისი მოვლა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები