ოჯახი 10 კვ.მ. ფართის მიკროსახლში ბედნიერად ატარებს უქმეებს - აქ არაფერია ზედმეტი და ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა

არაფერი აიძულებს ისე არქიტექტორებს ინოვაციებს და კრეატიულობას, როგორც შეზღუდული საცხოვრებელი ფართი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მინიატურულ სახლში კომფორტულ ცხოვრებას ეხება, თან, არა შყვარებული წყვილისთის, არამედ ბავშვებიანი ოჯახისთის. ეს პაწაწინა სახლის სივრცის ოპტიმიზაციის საოცარი მაგალითია, რომელშიც 4 კაცი ცხოვრობს და რომელშიც ყველაფერია საჭირო კომუნიკაციისთვის და დროის სასიამოვნო გატარებისთვის.

თანამედროვე სამყაროში მინიმალიზმი და მდგრადი ცხოვრება სხვებისგან გამორჩევის საშუალება არაა. ენთუზიასტები, რომლებიც მიჩვეულნი არიან მცირედით დაკმაყოფილებას, მზად არიან იცხოვრონ ან შაბათ-კვირა კომპაქტურ, მაგრამ მოხერხებულ საცხოვრებლებში გაატარონ, დატკბნენ ბუნებრივი გარემოთი და/ან უფრო მჭიდრო ოჯახური
კომუნიკაციის შესაძლებლობით. სწორედ ამ კატეგორიაში შედის უნივერსიტეტის მასწავლებელი იანი და მისი მეუღლე.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ბიუჯეტი იძლეოდა საშუალებას ოჯახს სრულფასოვანი სახლი აეშენებინა, ისინი ეძებდნენ უფრო მოკრძალებულ თავშესაფარს, სანამ არ წააწყდნენ მხიარულ სახლს, რომელიც აშენდა პატარა კომპანიის ენთუზიასტების მიერ, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამდნენ პატარა ზომის მობილური სახლების მშენებლობის სფეროში.

ულტრა კომპაქტური სახლი მხოლოდ 10 კვადრატულ მეტრს მოიცავს. აქ მინიმუმ 4 ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს, ექვსი ადამიანი კი ღამის გათენებას შეძლებს.

ერთი შეხედვით თითქოს შეუძლებელია ასეთ შეზღუდულ სივრცეში ნორამური პირობების შექმნა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ფანტაზიისა და მონდომების ხარჯზე ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი მთლიანად მდგრადობაზე და ეკოლოგიურობაზეა ორიენტირებული ყოველგვარი სინთეზური მასალის გამოყენების გარეშე, ასევე, სახლის/ავეჯის სტრუქტურის აწყობისა და დასრულებისას არ გამოიყენებოდა წებო, საღებავი ან ლაქი. სწორედ ამ გარემოებამ მიიპყრო მომავალი სახლის პატრონი, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი ხისგან აშენებულ ეკოლოგიურად სუფთა სახლზე ოცნებობდა.

დეველოპერებმა გაითვალისწინეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აღნიშნულ სივრცეში სჭირდებოდათ ადეკვატური ძილი, საკვები და საყოფაცხოვრებო კეთილმოწყობის აუცილებელი მინიმუმი, ამიტომ მათ მოიფიქრეს სახურავის საკმარის სიმაღლეზე აწევა, რამაც შესაძლებელი გახადა ხელმისაწვდომი ფართობის ოპტიმიზაცია. ერგონომიული სივრცის შექმნას ხელი შეუწყო ტრანსფორმირებადი ავეჯის გამოყენებამ, რომლის ორიგინალური მოდელები დამოუკიდებლად შეიმუშავეს პროექტის ავტორებმა. ამ ფაქტმა შესაძლებელი გახადა მოდელის ღირებულების შემცირება, რაც გულისხმობს სახლის უფრო ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დამწყები კომპანიისთვის.

ოჯახმა სახლი საფრანგეთის სამხრეთით ჩადგა, სადაც მათ მიწის ნაკვეთი აქვთ. იანის თქმით, ის და მისი შვილები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად გავიდნენ ბუნებაში და სასიამოვნოდ გაატარონ შაბათ-კვირა. ამ პატარა სახლში კი, რომელიც სრულად შეესაბამება მდგრადობის ყველა სტანდარტსა და რეგულაციას, მათ აქვთ თავზე ჭერი და ყველაფერი, რაც აუცილებელია კომფორტულად ცხოვრებისთის - წყალი, დენი, კარადები. წყალი ადგილზე მიეწოდებათ, მზის პანელები კი გამოიმუშავებს საკმარის ენერგიას, ბიოსეპტიკური ავზი საშუალებას იძლევთ ოჯახმა თავისუფლად გამოიყენოთს შხაპი და ნიჟარა.

თავად სახლი მთლიანად ხისგანაა დამზადებული, ფიცრები ნაცრისფერი-შავი ფერისაა, რადგან ის გამომწვარია. სახლში შედიხართ დიდი შუშის კარებიდან, რომელიც უამრავ შუქს და სითბოს უშვებს. ზაფხულის ცხელ დღეებში ის იცვლის ორიენტაციას დასავლეთის ან ჩრდილოეთისკენ, რაც იცავს შიდა სივრცეს გადახურებისგან.

ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფანჯრები, არამედ დამატებითი ბოლო კარი, რომელიც ასევე დამზადებულია მინისგან. ამ სახლში არაფერი არ არის ზედმეტი, თითოეული ნივთი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს, კიბის საფეხურებიც კი მობილურია. საწოლისა და სამზარეულოს კარადების გარდა ყველა ნივთი ან იკეცება, ან გადაადგილდება.

მიუხედავად შეზღუდული სივრცისა, სახლში არის სრულფასოვანი საპირფარეშო, ტუალეტი კომპოსტირების ფუნქციით.


დასაძინებელი ზონა ანტრესოლზე მდებარეობს, სადაც ასვლა კიბით არის შესაძლებელი. ეს ყველაფერი არ არის, დახრილი კედელი იძლევა საშუალებას ოჯახი ავიდეს სახლის სახურავზე და საღამო საინტერესოდ გაატაროს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები