შოტლანდიის მაღალმთიანეთის ველურ ბუნებაში მდებარე ბალმორალის ციხე ბოლო 150 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თაობების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ. ლონდონის აურზაურისგან, მიღებებისა და საჯარო შეხვედრებისგან შორს, შოტლანდიის ციხე ერთგვარი სამეფო საკურთხევლად იქცა, სადაც უბრალო მოკვდავთა შესვლა აკრძალული იყო, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი შეიცვლება. მეფე ჩარლზ III-მ გამოაცხადა, რომ ბალმორალის კარი მალე გაიღება ფართო საზოგადოებისთვის და სტუმრებს მიეცემათ ექსკლუზიური შესაძლებლობა გაისეირნონ სამეფო დარბაზებში, თვალწარმტაც ბაღებში და ეს ყველაფერი როდია, ენთუზიასტები აქ ერთი ღამის გატარებასაც კი შეძლებენ.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ყველაზე
სასახლე ძალიან პატარა და მოკრძალებული აღმოჩნდა სამეფო ოჯახისთვის, ამიტომაც სამეფო წყვილმა არქიტექტორ უილიამ სმიტს დაავალა სასახლის მდიდრული დიზაინი, საბოლოოდ კი სასახლეს ბალმორალის ციხე დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ პრინცი ალბერტი პირადად იყო ჩართული სამუშაოებში, არქიტექტორს თავად სთავაზობდა ცვლილებებს, რათა შედეგი სამეფო სტანდარტებთან და ვიქტორიას სურვილებთან შესაბამისობაში ყოფილიყო. დიდებული ციხის მშენებლობა 1856 წელს დასრულდა და მიმდებარე ტერიტორია საოცარ ადგილად გადაიქცა, სადაც მომავალ მეფე ედუარდ VII-ს უყვარდა სიარული და თვალწარმტაცი პეიზაჟების ხატვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბალმორალს ციხეს უწოდებდნენ, რეალურად ის ციხესიმაგრე არ არის, რადგან ისტორიის ამ პერიოდში აღარ არსებობდა სიმაგრეების აგების საჭიროება. არსებითად, ეს არის დიდი აგარაკი, რომელიც აშენებულია მოდურ ვიქტორიანულ სტილში. სასახლის სტრუქტურის გამორჩეული მახასიათებელია კოშკი და კოშკები შოტლანდიურ ბარონიული სტილის პატივსაცემად. ამავდროულად, შვიდსართულიანი კოშკი შუასაუკუნეების კოშკებს გაგახსენებთ, საფეხურებიანი ფრონტონები და კარები კი მე-16 საუკუნის მოდას შეესაბამება.
1901 წელს, დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ, ბალმორალის ციხე მის ვაჟს, მეფე ედუარდ VII-ს გადაეცა. შემდეგ კი თითოეულმა მონარქმა ქონება შვილებს გადასცა, მათ, ვინც გვირგვინი მემკვიდრეობით მიიღო. მციხის მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ: ჯორჯ V, ედუარდ VIII, ჯორჯ VI, ელიზაბეტ II და ახლა ჩარლზ III.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბალმორალი დიდი ხანია ითვლებოდა სამეფო ოჯახის საყვარელ დასასვენებელ ადგილად, აქ შეეძლოთ მონარქებს ოფიციალური ცხოვრებისგან მოწყვეტა და ოდნავ მაინც დასვენება. ერთ დროს დედოფალი ვიქტორია თავის დღიურში წერდა: "ბალმორალი თითქოს ასხივებს თავისუფლებას და სიმშვიდეს, ის მაიძულებს დავივიწყო სამყარო თავისი მწუხარებითა და შფოთით".