ბიძის მიერ მოკლული პრინცები და ღალატისთვის დასჯილი პრინცესა - ლონდონის სამეფო ციხისა და უინძორის სასახლის აჩრდილები


სამეფო რეზიდენცია მოულოდნელობებითაა სავსე: თვითმხილველების თქმით, ციხის დერეფნებში გარდაცვლილი მმართველების სულები დადიან.

უინძორი მხოლოდ რეზიდენცია როდია. მისი ისტორია ცხრა საუკუნეს ითვლის და იდუმალებით არის მოცული - სამეფო რეზიდენციებიდან ყველაზე მეტ საიდუმლოს სწორედ უინძორის ციხე ინახავს. ჭორების თანახმად, უძველესი ციხე, რომელშიც ელიზაბეტმა და პრინცმა ფილიპმა პანდემიის მთელი პერიოდი გაატარეს, მოჩვენებებით არის სავსე. ისინი აქ არაერთხელ შენიშნეს, თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ ნახეს დედა დედოფალი - ელიზაბეტ I, გეორგ  III და ჰენრი VIII, მათი გარდაცვალებიდან  მრავალი წლის შემდეგ.

ჰენრიხ VIII-ის აჩრდილი

უინძორის მოჩვენებაზე საუბარი ციხის
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვიდრის ხსენების გარეშე წარმოუდგენელია. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ მათ ტიუდორების დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის კვნესის და ნელი ნაბიჯების ხმა ესმოდათ.

ელიზაბეტ I-ის აჩრდილი


ჰენრი VIII-ის ქალიშვილის, ინგლისის სუვერენების ძალაუფლების მთავარი სიმბოლოს, ბრწყინვალე ქალწული დედოფლის სული არ ტოვებს ბრიტანელი მონარქების რეზიდენციას. ამბობენ, რომ ლიზაბეტ I-ის აჩრდილი ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში ხვდებათ. ციხის ერთ-ერთმა მცველმა აჩრდილი სწორედ ბიბლიოთეკის შიდა ოთახში დაინახა.

გეორგ III-ის აჩრდილი

ამბობენ, რომ მეფე გეორგ III  სამეფო რეზიდენციაში შენიშნეს, ერთხელ ფანჯარაში იყურებოდა, ერთხელ კი ერთ-ერთ საძინებელს სტუმრობდა.

დედოფალი დედის აჩრდილი

ზოგიერთი ცნობით, ელიზაბეტ II-მ და მისმა დამ, პრინცესა მარგარეტმა, უინძორის ციხესიმაგრეში დედის აჩრდილი ნახეს. ამჟამინდელი მონარქის მშობლები უინძორს მეორე სახლად მიიჩნევდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს მათ თავიანთი ქალიშვილები იქ გაგზავნეს და ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობდნენ ბერკშირში, სამუშაო დღეებში კი დედოფალი მუშაობას ბუკინგემის სასახლიდან აგრძელებდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედოფალი მამულში ისევ ატარებდა დიდ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ძველისძველი ციხიდან სამეფო ლოჟაში გადავიდა, რომელიც ახლა პრინც ენდრიუს ოფიციალური რეზიდენციაა.
ზოგადად, უინძორის ციხე ითვლება მოჩევენებათა ერთ-ერთ ყველაზე "მჭიდროდ დასახლებულ" საცხოვრებელად - აქ 25-მდე მოჩვენება ნახეს. ეს შენობა არის ასევე დედოფლისა და ედინბურგის ჰერცოგის უდიდესი უძრავი ქონება. ჯამში მას ათასამდე ოთახი აქვს.
პანდემიის დროს უინძორმა კიდევ ერთი ფუნქცია შეითავსა - სწორედ იქ იმყოფებოდნენ იზოლაციაში მისი უდიდებულესობა და პრინცი ფილიპი კორონავირუსული ეპიდემიის გავრცელების შემდეგ. სამეფო წყვილმა მოკლე დროით დატივა უინძორის ციხე, ბალმორალში გაემგზავრნენ, თუმცა მალევე დაბრუნდნენ ბერკშირში. 



არანაკლებ სავსეა აჩრდილებით ლონდონის ციხე (ტაუერი), რომელიც დაარსების დღიდან დიდგვაროვანთა ციხედ მიიჩნეოდა. ამ ციხის მიწისქვეშა სამყაროში ათასგვარი საწამებელი საშუალება იყო, ცნობილი გილიოტინის ჩათვლით. ციხეკოშკში პირველი მსხვერპლი ზემოხსენებული მეფე ჰენრიხის მეორე ცოლი, დედოფალი ანა ბოლეინი იყო, რომელსაც 1536 წელს ღალატის გამო მოკვეთეს თავი. ამბობენ, რომ მას მერე იქ ანა ბოლეინის აჩრდილი დაიარება. 

კიდევ ერთი ცნობილი აჩრდილი აქ გრაფინია მაგრიტაა. მეფე ჰენრიხმა პოლიტიკური მტრები ღალატში დაადანაშაულა და 1541 წლის 28 მაისს სასახლის ყოფილი მფლობელი გრაფინია სასიკვდილოდ გაწირა. გრაფინიამ უარი თქვა გილიოტინაზე მუხლების მორთხმაზე, უფრო მეტიც, ჯალათი რომ მოვიდა, გაიქცა, თუმცა ჯალათი მას დაედევნა და ნაჯახით ადგილზე მოკლა. ციხის მცველები ამბობენ, რომ ყოველი წლის 28 მაისს მომაკვდავი გრაფინიას ოხვრა ესმით. 

ასევე ბევრი მცველი ყვება, რომ ხედავს ორი ბავშვის აჩრდილს. ამბობენ, რომ ისინი ედუარდ IV-ის შვილები არიან, რომლებიც 500 წლის წინ გამოამწყვდიეს ციხეში და მას მერე ისინი არავის უნახავს. ედუარდის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟები - ედუარდ მეხუთე და ჰერცოგი რიჩარდი, ძალიან პატარები იყვნენ და სახელმწიფო საქმეებს ვერ გაუძღვებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე გადაწყვიტა ედუარდ მეფის ძმამ, რიჩარდ იორკელმა, რომელმაც მიითვისა ტახტი და ორივე ძმა ლონდონის ციხეში გამოკეტა. სულ მალე, 1483 წელს, პარლამენტზე ზეწოლა მოახდინა და ედუარდ მეფის ყველა შვილი უკანონოდ აღიარა, შესაბამისად - ტახტზე უუფლებოდ. ამაის მერე ძმები უბრალოდ გაქრნენ და მხოლოდ ტაუერის რეკონსტრუქციის შემდეგ იპოვეს ერთ-ერთ კოშკში ორი ბავშვის ჩონჩხი და მსოფლიომაც გაიგო უბედური პრინცების შესახებ. 

კომენტარები

ტოტო 2024-06-06 09:44
კარგი საშუალებაა ტურისტების მიზიდვის.ჩვენთან არ არის სადმე აჩრდილების სავანე,ვთქვათ ჭრელი აბანოები,აღამაჰმად ხანის,ან მთაწმინდაზე კეკეს,სტალინის,ან ფილიპე მახარაძის...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები