მუსიკის მასწავლებელმა სკოლა მიატოვა და დიდი ხნის ოცნება აისრულა - ავტობუსში დასახლდა და ხმის ჩამწერი სტუდიაც მოაწყო

პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო აიძულა თვითიზოლაციაში მოქცეულიყო, მრავალი მიღწევის სტიმული გახდა, რადგან ბევრმა ოთხ კედელში ჩაკეტილმა ადამიანმა გადახედა საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე, ასევე - შესაძლებლობებს და რადიკალურად შეცვალა იგი. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ფლორიდელი მუსიკის მასწავლებელია, რომელმაც გადაწყვიტა დაეტოვებინა სკოლა, მასწავლებლობა და დაეწყო მუსიკის წერა. უფრო მეტიც, მან ძველი ავტობუსიც კი შეიძინა, რათა ის არა მხოლოდ საოცნებო სახლად გადაექცია, არამედ საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გაეკეთებინა.

კრეატიული ადამიანები იშვიათად არიან კმაყოფილნი თავიანთი მიღწევებით და მათი ნიჭის განვითარების გზით. სწორედ ასეთია დესტინი, რომელიც მრავალი
წლის განმავლობაში ასწავლიდა მუსიკას სკოლაში, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა, რომ უფრო მეტს იმსახურებდა, მას უბრალოდ სჭირდებოდა, მთლიანად მიეძღვნა საკუთარი თავი იმისთვის, რაც უყვარდა. პანდემია კი ბიძგი აღმოჩნდა მისთვის.

დესტინმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ავტობუსის გარდაქმნა დაეხმარებოდა მას საკუთარი სახლის მოძიებაში (მასწავლებლის ხელფასით ყველაზე პატარა ბინის ყიდვაც კი ოცნებაა). საინტერესოა, რომ მას საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც უნდა გაეკეთებინა. როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა ეყიდა ავტობუსი, რომელიც მის საჭიროებებს შეეფერებოდა, მან ეს უყოყმანოდ გააკეთა, მით უმეტეს, რომ გლამურული ვარდისფერი ავტობუსი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. გოგონა საკუთარ თავშესაფარზე იმდენად ოცნებობდა, მისი შიდა სივრცის დამოუკიდებლად გარდაქმნა გადაწყვიტა. ავტობუსის ტექნიკურ ნაწილზე აუცილებელი სარემონტო სამუშაოები სპეციალისტებს დაავალა.

ავტობუსის ლითონის გარსი მაქსიმალურად იზოლირებული უნდა ყოფილიყო, ასევე აუცილებლად სჭირდებოდა ხმის იზოლაცია, ყველაფერი ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ ჭერის სიმაღლე არ შემცირებულიყო, რადგან დესტინი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, საჭირო იყო კარადების სიმაღლის გაზრდა ისე, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო საჭმლის მომზადება, ჭამა ან დეკორაციის გაკეთება, რომელიც ამშვენებს სახლს.

იმის მიუხედავად, რომ გოგინას არ ჰქონდა გამოცდილება მშენებლობაში, ხელსაწყოებთან მუშაობაში ან საჭირო კომუნიკაციების განხორციელებაში, მან თავად გააკეთა ყველაფერი, წყლის მილებიდან დაწყებული ელექტროობით დამთავრებული.


დესტინიმ სივრცის ყოველი სანტიმეტრი ძალიან გონივრულად გამოიყენა, ყოველი თავისუფალი კუთხე ან ნიშა შესანახ სისტემებად აქცია. უჯრები ისე დააპროექტა, რომ ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოთავსდეს, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სამზარეულოს მაგიდაზე.

ამ გზით მან მაქსიმალურად გაათავისუფლა სამუშაო ზედაპირი. სამზარეულოს ზონა აღჭურვილია გასაშლელი და დასაკეცი ზედაპირებით, რომლებიც ემსახურება დამატებით სამუშაო ადგილს და სასადილო/სამუშაო მაგიდას, ვინტაჟური მაცივრის ფასადი დესტინმა ავეჯის ფერში შეღება.


ავტობუსში ასევე არის ოთახი აბაზანისთვის, სადაც მოაწყო საშხაპე და ტუალეტი.
ხმის ჩამწერი სტუდია საძინებლის მახლობლად მდებარეობს. აქ დაამონტაჟა ვიწრო მაგიდები ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობისთვის, ასევე გამოიყენა ვერტიკალური ადგილები, სადაც შეიძლება დაიკიდოს გიტარა და უკულელი. ყველა მუსიკალური ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირდება, არის მოსახსნელი (ელექტრო ფორტეპიანოს ჩათვლით).


ნიჭიერი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ყოფილი მასწავლებელი ერთ წელზე მეტია ცხოვრობს თავის ავტობუსში და ხმის ჩამწერ სტუდიაში, ატარებს კონცერტებს, მასტერკლასებს და კერძო გაკვეთილებს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრასა და ვოკალის საფუძვლებში. ბედნიერია, რომ გადაწყვიტა თავისი ყოველდღიური ცხოვრება და სტაბილური სამსახური მოგზაურობით, კომუნიკაციით შეეცვალა და რაც მთავარია, გასაქანი მისცა ნიჭს.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები