საქართველოს მასშტაბით, შენობა - ნაგებობების 80% სახელმწიფოს მიერ შემოწმებას არ გადის, შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი ესაუბრა. მისივე ინფორმაციით, 2021 წელს მიღებული კანონით, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციონირების აკრძალვას გულისხმობს, ხარვეზი აქვს, რადგან ჩანაწერში საუბარი არ არის სანქციაზე.
კერძოდ, უჩა ზაქაშვილის განმარტებით, ასეთი ობიექტების ფუნქციონირების შემთხვევაში, მშენებელს არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან კანონი მხოლოდ კრძალავს, ზომებს კი არ ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ვაშლიჯვარში, მოსახლეობას 2019 წელს
აშენებული კორპუსის დაცლა მოუწია. მიზეზი, შენობის ავარიული მდგომარეობაა. სპეციალისტებს უჭირთ, შესწავლის გარეშე კონკრეტულ მაგალითზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემა მასშტაბურია და მსგავს მდგომარეობაში არაერთი კორპუსია. ამის მიზეზად კი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის არარსებობას და კანონმდებლობის ხარვეზს ასახელებენ. განაგრძეთ კითხვა