წყვილმა მეგაპოლისი მიატოვა და ტყეში ხის სახლში დასახლდა

ხშირად ცხოვრება მოულოდნელ სიურპრიზებს გვთავაზობს ხოლმე - ადამიანებს რადიკალურად ეცვლებათ ცხოვრება, საქმიანობა. ამჯერად გაგაცნობთ ორ ოპტიმისტ ადამიანს, რომლებმაც დატოვეს დიდი ქალაქები (ქალმა ლონდონი, კაცმა კი - მაიამი) და დასახლდნენ ჩვეულებრივ ქოხში, რომელიც 6,5 ათას დოლარად შეიძინეს ტყეში. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 12 წლის შემდეგ შემოქმედებით დუეტს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს წარმოუდგენელი მიღწევებით.

ჯონისა და ფინის ისტორია 14 წლის წინ დაიწყო, როდესაც მამაკაცი ცხოვრობდა და მუშაობდა მაიამიში, ქალი კი ლონდონის მკვიდრი იყო. ფინმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და ქალბატონს დაქორწინება შესთავაზა,
თუმცა შეთავაზებას საკმაოდ მკაცრი ულტიმატუმიც მიაყოლა - მათ უნდა დაეტოვებინათ დიდი ქალაქები და გადასულიყვნენ სადემ მშვიდ ადგილას, რათა საკუთარი ხელით დაეწყოთ ახალი ცხოვრების შენება ნულიდან.
ჯონი დათანხმდა შეთავაზებას და აკონის ტბასთან, არც ისე შორს, 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდეს, სადაც საკმარისი ფართი იყო ხის კონსტრუქციის დასამონტაჟებლად და მეგაპოლისებისგან და ცივილიზაციისგან სრული იზოლაციისთვის.

ახალდაქორწინებულებმა ხის კონსტრუქცია თავად შექმენს, ყველაფერი შეესაბამებოდეს თავდაპირველ შეთანხმებას. ჯონი მრავალი სამშენებლო სამუშაოს ექსპერტია და აქვს გამორჩეული მხატვრული გემოვნება, მან საფუძვლიანად გათვალა განლაგების ყველა შესაძლო ვარიანტი. ამან ხელი შეუწყო სწორი არჩევანის გაკეთებას და მალევე ადგილზე მიიტანეს საკმაოდ ფართო მოდელი მაღალი ჭერით. დუეტს ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ ცარიელი ხის ჩარჩო მყუდრო სახლად გადაექცია.


წყვილმა 12 წლის განმავლობაში სამჯერ გააკეთეს სახლის რეკონსტრუქცია, მაგრამ ის ყოველთვის მყუდრო და თბილი იყო.


30 კვადრატულ მეტრ ფართში ყველაფერია - მისაღები ოთახი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, აბაზანა და საძინებელი სხვენის დონეზე. შემდგომი გარდაქმნები მას შემდეგ მოხდა, რაც სახლს უფრო დიდი სივრცე (45 კვ.მ) დაემატა, სადაც სამზარეულო, სასადილო და აბაზანა გადავიდა.


დროთა განმავლობაში საჭირო გახდა საძინებლის ქვედა დონეზე აღჭურვა, რადგან 60 წლის ჯონს გაუჭირდა კიბეზე ასვლა და ჩასვლა (განსაკუთრებით ღამით). მაგრამ ამ გარემოებამ ინტერიერი საერთოდ არ გააფუჭა. საძინებლის გვერდით არის ფართო მისაღები ოთახი საყვარელი დივნით და დიდი ტელევიზორით. სახლის მთავარი სიამაყე ენერგოეფექტური ჰოლანდიური შეშის ღუმელია კატალიზატორით, რომელიც შესანიშნავად ინარჩუნებს სიცხეს დილამდე.


წყვილს აქვს საკუთარი მობილური სახლი, რომელსაც 12 წელი აშენებდა და რომლის შესახებ ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა იმის გამო, რომ ის ვიზუალურად ძველებურ სახანძრო მანქანას წააგავს. ამ სახლით წყვილი არა მხოლოდ გამოფენებზე დადის, არამედ აქირავებს კიდეც.





წყვილი იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ სამყაროში, რომ ქალაქში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები