უსახლკარო ქალმა ძველი ფურგონი საცხოვრებელ სახლად აქცია და ბედნიერია

ამ ცხოვრებაში ყველას როდი უმართლებს, რომ დაიბადოს წარმატებულ ოჯახში და გაიზარდოს ჰარმონიულ ატმოსფეროში. ვანესას მაგალითად, რთული ბავშვობა ჰქონდა, ერთი უსახლკარო ბავშვი იყო, თუმცა, ბუნებით ოპტიმისტი და მებრძოლი, არ დანებდა და წარმატებასაც მიაღწია, მისი ოცნება ახდა - მას აქვს საკუთარი სახლი, რომელიც თავად მოაწყო, შექმნა ძველი კემპერისგან.


მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, ვანესამ ქუჩაში დარჩენა არჩია, ტოქსიკურ გარემოში ცხოვრებას. ფიქრობდა, რომ ამ გზით მეტს მიაღწევდა, თუმცა მისი მოლოდინები ამაო აღმოჩნდა, 10 წლის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდა, სანამ მამა არ გარდაეცვალა, რის შემდეგაც
მემკვიდრეობით დაახლოებით 2 ათასი დოლარი მიიღო. ეს თანხა საცხოვრებელი ბინის შესაძენად საკმარისი რომ არ იყო, თავადაც ხვდებით, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს და სახლის ნაცვლად ძველი ფურგონი შეიძინა.


იუთუბ არხის (1,35 მილიონზე მეტი გამომწერი) წყალობით კი, სადაც ვანესას თავისი ბლოგი მიჰყავდა ჯერ კიდევ ფურგონის ყიდვამდეც (ზოგ ვიდეოს 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს), სულ რაღაც ერთ წელიწადში მან გამოიმუშავა საკმარისი თანხა ახალი ტრანსფორმაციებისა და ექსპერიმენტებისთვის. კაშკაშა და გლამურული ნივთების დიდმა მოყვარულმა უარი ვერ თქვა ნანატრი სახლის ინტერიერში ოქროსფერსა და მოდურ ნოტებზე.


ვინაიდან მოძველებული და საკმაოდ ჩამოშლილი ინტერიერი შემოქმედებით ქალს არ აწყობდა, მისი სრული რეკონსტრუქცია დაიწყო, ხელმისაწვდომი სივრცის ყოველი სანტიმეტრის კარგად გამოსაყენებლად მართლაც წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს მიმართა.

მან ბოლომდე აითვისა ვერტიკალური სივრცეც და საბოლოოდ მიიღო სახლი საძინებლით, სამზარეულოთი, სასადილო ოთახითა და სამუშაო ზონითაც კი.



მართალია, აბაზანა არ განუახლებია, მაგრამ იპოვა იდეალური პარკირების ადგილი, სადაც აქვს შესაძლებლობა იქირაოს ეზო დიდი ხნით, რომელიც შეიძლება შემოღობოს ბადით.


ამის წყალობით, მას აქვს საკუთარი ეზო და ბეღელი, ასევე უზრუნველყოფს ცენტრალურ კომუნალურ კომპანიებთან დაკავშირების შესაძლებლობას. ამ ყველაფერში ის 3 ათას დოლარს იხდის წელიწადში, რაც ათჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.


ის ფაქტი, რომ ახლა მას აქვს ადგილი, სადაც შეუძლია იცხოვროს, თუნდაც ეს ფურგონი იყოს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ ის ბედნიერია, რომ აქვს უსაფრთხო სივრცე, რომელიც მთლიანად მას ეკუთვნის, რაც მას აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები