როგორ სასახლეებში ცხოვრობენ მსოფლიოს მონარქები - დაათვალიერეთ


ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, მის ისტორიულ ციხესიმაგრეებსა და მდიდრულ სასახლეებს, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიოში კიდევ 26 სხვა ქვეყანას ჰყავს მონარქი. ყველა სამეფო დინასტიას კი საინტერესო ისტორიები და სასახლეები აქვს. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის რეზიდენციები




305 მილიარდი დოლარის ქონებით, ალ ნაჰიანის დინასტია ყველაზე მდიდარ სამეფო ოჯახად ითვლება მსოფლიოში. შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის ხელმძღვანელობით, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტია. აბუ დაბის მმართველი ოჯახი მსოფლიო ნავთობის მარაგების 6%-ს ფლობს
და ინვესტიციები აქვს ყველაფერში, ასევე უძრავი ქონებები და სასახლეები მთელ მსოფლიოში.
ქონების გვირგვინი გახლავთ პრეზიდენტის სასახლე აბუ დაბიში. 2010-დან 2017 წლამდე აშენებული გიგანტური კომპლექსი (ზომით პენტაგონზე სამჯერ) ის დაახლოებით 490 მილიარდი დოლარი დაჯდა. ეს არის გახლავთ ოფიციალური რეზიდენცია, სადაც ყველა სახელმწიფო შეხვედრა ტარდება, მაგრამ დიდი სამეფო ოჯახი ცხოვრობს ახლომდებარე ალ-ბატინის სასახლეში. გასაგები მიზეზების გამო, საცხოვრებელი სახლის სურათები არ არსებობს.

ოჯახს მდიდრული სასახლეები მხოლოდ მშობლიურ მიწაზე როდი აქვს. არანაკლებ გასაოცარია ალ-ნაჰიანების უძრავი ქონება საზღვარგარეთ, რომელიც 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დინასტიას ფლობს დიდი სასახლეები და მაღალსართულიანი შენობები ნაითსბრიჯში, ვესტმინსტერში, მეიფეირში (ლონდონი) და კენსინგტონში (აშშ), მათ შორის შენობას მაიფერში, შატო დე ბაიონი (პარიზი, მადამ დე პომპადურის სამკვიდრო). და ეს არ ითვალისწინებს ფარულ რეზიდენციებს, ყველაზე მდიდრულ კერძო იახტებსა და თვითმფრინავებს.

ჰოლანდიის სამეფო ოჯახის სასახლეები და რეზიდენციები (ნიდერლანდები)

ვილემ-ალექსანდრე ნიდერლანდების მეფე 2013 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც დედა, დედოფალი ბეატრიქსი ტახტიდან გადადგა. მას შემდეგ ოფიციალური რეზიდენცია, სადაც არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე იმართება შეხვედრები, არის ნოორდეინდეს სასახლე ჰააგაში. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია სამეფო ოჯახის ცხოვრებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.


კიდევ ერთი ოფიციალური სამეფო სასახლე ამსტერდამში მდებარეობს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გასართობი და ოფიციალური ღონისძიებებისთვის, ისეთის, როგორიცაა სახელმწიფო ვიზიტები. მას ქალთა სასახლესაც უწოდებენ, ის საზოგადოებისთვის მთელი წლის განმავლობაშია ღია და მნიშვნელოვან გამოფენებს მასპინძლობს.

ამ სასახლის ფართობი 3 ათასი კვადრატული მეტრი გახლავთ. კეთილმოწყობილი პარკით გარშემორტყმული, ეს მონარქისა და მისი ოჯახის სახლია. მდიდრული ინტერიერის გარდა, აქ რის უნიკალური სამხატვრო გალერეა, სადაც მრავალი უძველესი ნახატია თავმოყრილი.
გარდა ამ რეზიდენციებისა, სამეფო ოჯახს რამდენიმე სხვა მამული და საზაფხულო ციხე აქვ, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ვილა ეიკენჰორსტი (დე ტორსტენის სამკვიდრო ვასენაარში) და დრაკენშტაინის ციხეებია უტრეხტის მახლობლად.

მონაკოს სამეფო დინასტიის ძვირადღირებული ქონება


მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს, მონაკოს სამეფო დინასტია გრიმალდების ოჯახი გახლავთ და მათზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა მმართველმა, პრინცმა რენიე III-მ 1956 წელს ჰოლივუდის კინოვარსკვლავ გრეის კელიზე იქორწინა. მისი ვაჟი, ალბერ II, მამის კვალს გაჰყვა და ცოლად სამხრეთ აფრიკის ოლიმპიური ჩემპიონი შარლინ ვიტსტოკი მოიყვანა. მაგრამ სამეფო ოჯახი, რომლის მემკვიდრეობაც 1419 წლით თარიღდება, მხოლოდ ამ ფაქტებით როდია ცნობილი. მონაკოს მმართველების მთავარი რეზიდენცია, პრინცის სასახლე, პირველად 1191 წელს აშენდა.


იმ დროს ეს გენუის ციხესიმაგრე იყო, რომელშიც მდებარეობდა როგორც მმართველის რეზიდენცია, ასევე მთელი ქალაქი. ლე როშეს კლდის თავზე მდებარე სასახლემ მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ პრინცი რენიერისა და მისმა მეუღლის, გრეისის მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ სასახლე სამეფოს მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.
ქვეყნის სიდიდის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მონარქებს აღარ აქვთ გრანდიოზული სასახლეები, მაგრამ მათ აქვთ ოჯახის ციხე, შატო დე მარშე, ლაონში (ჩრდილოეთ საფრანგეთი). პრინცი ალბერტი მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ მისი ნახვა ხშირად შეიძლება ოჯახთან, მამასთან და დასთან ერთად მამულში.

ესპანეთის სამეფო ოჯახის სასახლეები და ციხესიმაგრეები


ესპანეთის სამეფო ოჯახმა მრავალი აღმავლობა და დაცემა განიცადა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მას უძრავი ქონების მნიშვნელოვანი პორტფელი აქვს. მთავარი რეზიდენცია, რომელიც მე-9 საუკუნიდან ფუნქციონირებს, ამჟამინდელ მეფე ფელიპე V-ს ეკუთნის, რომელიც ტახტზე 2014 წელს ავიდა მამის, მეფე ხუან კარლოს I-ის გადადგომის შემდეგ. ეს რეზიდენცია მადრდში მდებარეობს და ევროპაში ყველაზე დიდი სასახლეა (დაახლოებით 135 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი!) 3 ათასი მდიდრული დარბაზითა და ოთახებით. გამოიყენება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებებისა და ცერემონიებისთვის, მაგრამ მასში სამეფო ოჯახი აღარ ცხოვრობს.


მეფე ფილიპ VI, დედოფალი ლეტიცია ქალიშვილებთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობენ ზარზუელას რეზიდენციაში, რომელიც მადრიდის მახლობლად მდებარე ელ პარდოს სასახლისა და პარკის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1627 წელს ფილიპე I-ის ბრძანებით აშენდა სანადირო სახლი (დაპროექტებულია ხუან გომეს დე მორის მიერ), მეფე კარლოს IV-მ მე-18 საუკუნის ბოლოს შეცვალა სტრუქტურა, რის შემდეგაც იგი ლამაზად მოწყობილი, მყუდრო რეზიდენცია გახდა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები