ესტონეთში დანაშაული იმდენად დაბალ დონეზეა, რომ ხელისუფლება ციხეებს აქირავებს



ნახევრად ცარიელ ციხეებში უცხოელი პატიმრების მიზიდვა ესტონეთს წელიწადში, მინიმუმ, 30 მლნ ევროს შემოსავალს მოუტანს.

ინფორმაციას ERR ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესტონეთი ევროკავშირის იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და, შესაბამისად, ესტონეთის ციხეებში საკნების ნახევარი ცარიელია.

ესტონეთში სამი ახალი ციხე 3,000 პატიმარზე არის გათვლილი, ხოლო ტალინის ძველი ციხე არ ფუნქციონირებს.

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას ციხეების მართვის ოპტიმიზაციისა და მათი შენახვის ხარჯების შემცირების შესახებ წინადადებების პაკეტი წარუდგინა. უწყება სამ ვარიანტს, კერძოდ, ციხეების
გაყიდვას, კონსერვაციას ან იჯარით გაცემას განიხილავს. გაყიდვა წამგებიანად იქნა აღიარებული, რადგან ეს რთული პროცესია და თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს, ხოლო კონსერვაცია წელიწადში 10 მლნ ევრო ჯდება.

ამდენად, სამინისტრო ციხეებში ადგილების გაქირავებას ემხრობა.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები