ახალგაზრდა დედამ ქირის გადახდას ასეთი სახლის აშენება არჩია

მინიმალიზმსა და მდგრადობაზე გადასვლა ყოველთვის იდეოლოგიური მიზეზების გამო როდი ხდება. უმეტესობა უბრალოდ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ხვდება, ფაქტიურად ქუჩაში რჩება. ზუსტად ასე დაემართა კეტს, რომელსაც უთხრეს, რომ ნაქირავები ბინა, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, გაყიდეს და უახლოეს მომავალში თავშესაფარი უნდა ეპოვა.

ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში მცხოვრები კეტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ აღმოჩნდებოდა ისეთ სიტუაციაში, როცა არჩევანის გაკეთება მოუწევდა ქუჩაში ცხოვრებასა და პატარა სახლის აშენებას შორის. ეს მოხდა გამქირავებლის გამო, რომელმაც გაყიდა ბინა, სადაც ქალი პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ახალგაზრდა დედას, რა თქმა უნდა,
მიეცა დრო, რომ მოეძიებინა შესაფერისი საცხოვრებელი, მაგრამ კეტმა გადაწყვიტა, რომ აღარასდროს იქირავებდა სახლს, იგი უბრალოდ პატარა სახლს აიშენებდა.

საკუთარი პრობლემის გახმოვანების შემდეგ, ქუინსლენდში მცხოვრებმა მეგობრებმა შესთავაზეს მათთან ცხოვრება, სანამ მშენებლობა მიმდინარეობდა, რადგან საცხოვრებლის მოსაძებნად დათმობილი ორი თვე ძალიან ცოტა დრო იყო გეგმის განსახორციელებლად. კეტმა უყოყმანოდ დატოვა ქალაქის ცხოვრება და მაშინვე დაიწყო საკუთარი სახლის დიზაინზე ფიქრი.

სახლის მოსაწყობად მეგობრებმა გამოყვეს ტყის ზონის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი, რათა მომავალი სახლის მფლობელს აუცილებლად ჰქონოდა სუფთა ჰაერი და სიჩუმე. თავად სახლის დამზადება მოხდა მესაკუთრეთა სახელოსნოში, სადაც კეტმა ისწავლა ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობა.

პაწაწინა სახლის სიგრძე  8,4 მეტრია, სიგანე - 2,8 მ და სიმაღლე - 4,3 მ. საკმაო სიმაღლე და ღია სართულის გეგმა იძლევა სივრცის ეფექტურად გამოყენების საშუალებას. სახლს აქვს მოდულარული სტრუქტურა, რაც შესაძლებელს ხდის მის გადაადგილებას და ტრანსპორტირებას მთლიანად დატვირთვის აღჭურვილობისა და ტრაილერის გამოყენებით.

ფასადის მოსაპირკეთებლად აირჩა პროფილირებული ფოლადი, ლითონის გარსი აქცენტირებულია ხის პანელით წინა ფასადზე, რომელიც სახლს მატებს სითბოს. სარდაფის ნაწილი დაფარულია ხელოვნური ფასადის პანელებით, რაც ხელს უშლის ტენისა და სიცივის ოთახში შეღწევას, ხოლო ხის კონსტრუქციას განადგურებისაგან იცავს.



იმისათვის, რომ ინტერიერი უფრო ფართო და მოცულობითი ყოფილიყო, ახალგაზრდა დედამ მაქსიმალურად ბევრი ფანჯარა გააკეთა, ასევე აირჩია თეთრი ინტერიერის დეკორაციისთვის. სახლში გამოიყენა დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა ვინტაჟური საათი, დაბალი ჩამოკიდებული ნათურები, ბილიკი მინის მოაჯირებით, მაღალი ჭერი და ლოფტის ჟალუზები, რაც სახლს მყუდრო და უსაფრთხო ელფერს სძენს.




კომენტარის დამატება