რას აღარ შეხვედებით თანამედროვე სუპერმარკეტებში. მთავარია, ფული ჰქონდეს ადამიანს და ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად სასარგებლო და უვნებელია ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქტი. დღესდღეობით ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის შეძენა ხომ თითქმის შეუძლებელია.
მაგალითისთვის ავიღოთ ხორცი. ამ სტატიის მიძღვნა გადავწვიტეთ ბელგიური ძროხების ცისფერი ჯიშისთვის. ამ ძროხების თუ ხარების შეხედვისას მართლაც შიში შეგიპყრობთ. ისე გამოიყურებიან, თითქოს საბალახოდ კი არ დასეირნობენ მწვანე მდელოზე, არამედ სატრენაჟორო დარბაზებს სტუმრობენ და კუნთებს იმუშავებენ.
რეალურად კი ბელგიური ცისფერი ჯიშის ძროხები მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ ჯიშად ითვლება. ეს ჯიში ხანგრძლივი
წარმოიდგინეთ, რომ ცისფერი ძროხის წონამ შესაძლოა 1,3 ტონასაც კი მიაღწიოს. ეს ძროხები ძალიან ფასობენ არა მარტო იმ რძის გამო, რომელსაც იწველიან და რომელიც განსაკუთრებული ცხიმოვნებით გამოირჩევა, არამედ ხორცის გამო, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ქონი.
თუ ეს ცხოველი გაშინებთ, დაფიქრდით იმაზეც, ღირს კი ისეთი ხორცის შეძენა, რომელსაც საერთოდ არ აქვს ცხიმი. თუ სუპერმარკეტში ასეთ ხორცს წააწყდით, შესაძლოა ეს სწორედ ბელგიური ცისფერი ძროხის ჯიში აღმოჩნდეს.
კომენტარები