ჩვენი ბებიების დროს არსებობდა ნივთები, რომელთა გარეშეც დღესასწაულის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელი იყო. თუნდაც წვნიანის ჭურჭელი ან მელქიორის დანა-ჩანგალი, არადა, დღევანდელი ახალგაზრდები ვერც კი ხვდებიან, საერთოდ რა საჭირო იყო მსგავსი ნივთების ქონა.
მელქიორის დანა-ჩანგალი მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, როდესაც პრიალებდა, მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ის ძალიან მალე შავდებოდა და სპეციალურ დამუშავებას საჭიროებდა, რაც ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო.
თანამედროვე დანა-ჩანგალი ძირითადად უპრეტენზიო, უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. ის პრაქტიკული და გამძლეა, მსუბუქი, მარტივი გამოსაყენებელი მოსავლელი. შესაძლოა ვიზუალი ძალიან ლაკონური აქვს, მაგრამ, იმის
რაც შეეხება ჩაის ნაკრებს, ზოგიერთ ოჯახში ჩაის კომპლექტი მხოლოდ დეკორატიულ როლს ასრულებდა. მოდური იყო ძვირადღირებული ჭურჭლის ყიდვა და სტუმრების საჩვენებლად გამოფენა.
ახლა მსგავსმა კომპლექტებმა დაკარგა აქტუალობა. შესაძლოა, ისინი ჯერ კიდევ ბინადრობენ ზოგიერთი დიასახლისის კარადებში, მაგრამ მათ თითქმის არავინ იყენებს. დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს მინის ჭურჭელი, მაქსიმალურად სადა და უბრალო.
ბროლის ლარნაკები, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ლამაზია ვიზუალურად, რბილად რომ ვთქვათ, მოდაში არ არის. ის წარსულის გადმონაშთად ითვლება და ცუდი გემოვნების მანიშნებელიც კი არის.
აღარაფერს ვამბობთ წვნიანის კერამიკულ ქვაბზე, რომელიც დღესდღეობით ოჯახში უბრალოდ, არავის სჭირდება გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ სადღესასწაულო სუფრაზე წვნიან კერძებს არავინ მიირთმევს.
არც თლილი მინის ჭიქების სადგამის აუცილებლობა არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩაისა და ყავის მირთმევა ყველას კერამიკული ჭიქებით ურჩევნია.
თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ვინტაჟის და ძველებულრი ნივთების მოყვარულები თანაედროვე ახალგაზრდებში არ არიან. ზოგს სწორედ ეს ძველებული იერი ნივთები იზიდავს.