ოდესმე გქონიათ განცდა, რომ თქვენს სახლში რაღაც ისე არ არის? თითქოს ყველა კუთხეში უარყოფითი ენერგია იმალება? თუ ეს ასეა, არ ინერვიულოთ: მოდით განვიხილოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი არასასიამოვნო შეგრძნება და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
რა შეიძლება იყოს დისკომფორტის მიზეზი?
უსიამოვნო სუნი
პოზიტიური ენერგიის ბინაში ჩვეულებრივ სისუფთავის სუნი იგრძნობა. თუ გრძნობთ, რომ საფუძვლიანი დასუფთავებისა და ჰაერის გაშვების შემდეგაც კი თქვენს სახლს უსიამოვნო სუნი ჭარბობს, დიდი ალბათობით, სახლში რაღაც პრობლემა გაქვთ. არავის უყვარს ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც მძიმე ენერგია და არასასიამოვნო
მუდმივი არეულობა
გაფანტული ნივთები, ჭუჭყიანი ჭურჭლი და არასწორად განთავსებული ავეჯი შესაძლოა თქვენს სახლში უარყოფითი ენერგიის წყარო გახდეს. შეეცადეთ დაახარისხოთ ნივთები. გამოიყენეთ სივრცის ორგანიზების პრინციპები (და დაუკვირდით, შეიცვალა თუ არა თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ბინაში ყოფნისას.
არ არის საკმარისი განათება
სახლში არასასიამოვნო შეგრძნების ეს მიზეზი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულია. ხშირად გადაწიეთ ფარდები, რათა მეტი მზის შუქი შემოვიდეს, თუ საჭიროა, დაამატეთ დამატებითი განათება. თუ თქვენს ბინაში ცოტა შუქია, თქვენ არ იღებთ საკმარის D ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს დოფამინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. სწორედ ამიტომ, ხშირად შეიძლება იგრძნოთ მოწყენილობა და დაღლილობა.
ძველი ავეჯი
ანტიკვარული ავეჯი, რა თქმა უნდა, ლამაზია. მაგრამ ხშირად ასეთი ნივთები ყოფილი მფლობელების ემოციებს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ თქვენზე გადადის. თუ ასეთი ავეჯი თქვენთვის ძალიან ძვირფასია და არ გსურთ მისი მოშორება, სცადეთ რიტუალები უარყოფითი ენერგიის გასათავისუფლებლად.
გამოუსადეგარი ნივთები
ყურადღებით შეამოწმეთ თქვენი სახლი და სასწარფოდ მოიშორეთ თავიდან ისეთი ნივთები, რომლებსაც ნამდვილად არ გამოიყენებთ, ეს შეიძლება იყოს ძველი ქურთუკი ან მიკროტალღური ღუმელი, რომელიც აღარ მუშაობს და უბრალოდ ადგილს იკავებს.
უარყოფითი ენერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს:
გაბრაზების შეგრძნება
ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ უმიზეზოდ გაწუხებთ ბრაზი? მუდმივი ბრაზი და გაღიზიანება შეიძლება იყოს ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი, რასაც იწვევს უარყოფითი ენერგია.
ნუ შეგეშინდებათ მიმართოთ სპეციალისტს, თუ გაგიჭირდებათ სხვებთან ურთიერთობის დამოუკიდებლად ნორმალიზება.
მოტივაციის ნაკლებობა
თუ მუშაობის სტიმული დაკარგეთ, შესაძლოა, არასასიამოვნო ადგილას ხანგრძლივი ყოფნა მოქმედებს თქვენზე.
უძილობა
ძილი თქვენი შინაგანი მდგომარეობის კარგი მაჩვენებელია. თუ თქვენ გრძნობთ, რომ საკუთარ სახლში ვერ ისვენებთ მაშინ დიდი ალბათობით თქვენს ბინაში უარყოფითი ენერგიაა.
მოაწყეთ თქვენი საძილე ადგილი ისე, როგორც გსურთ და არა ისე, როგორც გჭირდებათ. მოაშორეთ კედლის საათი, თუ ხმამაღალი წიკწიკი გიფრთხობთ ძილს, იყიდეთ კომფორტული საწოლები, დაამატეთ ბევრი პატარა ბალიში - რაც გინდათ, თუ ეს გაიძულებთ მეტი დრო გაატაროთ საწოლში.
შფოთვის შეგრძნება
თუ ატყობთ, რომ უმიზეზოდ შფოთავთ, შესაძლოა საქმე "არასასიამოვნო საძინებელთან" გქონდეთ.
პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს საძინებელზე. კეთილდღეობისთვის ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დასვენება და სიმშვიდე - ამისთვის კი მთავარი კომფორტული საწოლია.
დისკომფორტის შეგრძნება
სახლში დისკომფორტის შეგრძნება იგივეა, რაც საკუთარ სხეულში დისკომფორტის შეგრძნებას. როდესაც მუდმივად სტრესის ქვეშ ხართ, ვერ აკეთებთ იმას, რაც გიყვართ, არის შანსი, რომ თქვენს სახლში ნეგატივი იმალება.
ერთი სიტყვით, საკმარისი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რაც დაგეხმარებათ კომფორტის მიღწევაში.