გავლენიანი Business Insider-ი მილიარდერების ცნობილ კუნძულზე, ინდიან კრიკ ვილიჯზე, იგივე "მილიარდერების ბუნკერზე", ვრცელ მასალას აქვეყნებს.
"აქ ცხოვრობს ელიტის ელიტა, რომელთა სიმდიდრე თავბრუს დაგახვევთ" - წერია სტატიაში. სანაპიროსთან მიახლოებისთანავე თვალშისაცემია კამერების სიმრავლე. ისინი ყველგანაა, თვალნათლივ და ობიექტებზე, სადაც მათი შემჩნევა არც ისე მარტივია. კამერები ბევრნაირია, ჩვეულებრივი, ცუდი ხილვადობის მქონე ამინდის, შორ მანძილზე მხედველი და ა. შ. ინდიან კრიკზე ვერ შეაღწევთ, თუკი მისი 89 მაცხოვრებელიდან ერთ-ერთი მაინც არ არის თანახმა, რომ შეხვიდეთ.
ცნობისათვის, იმისთვის, რომ ამ ე.წ. მილიარდერთა კლუბის წევრი გახდეთ, 500
000 დოლარის გადახდა მოგიწევთ, რადგან ქალაქის ხელმძღვანელობა ემსახურება სუპერ-მდიდრებისსთვის განკუთვნილ პარკებს, პროგრამებს და ა.შ. თუმცა ლომის წილი ბიუჯეტიდან მიდის ინდიან კრიკის პოლიციის განყოფილებაში, რომელსაც ქალაქის ერთადერთი შესასვლელის კონტროლი ევალება, 24 საათი, კვირაში 7 დღე. თუ გსურს იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც უცხო ადამიანებს ფეხის დადგმა არ შეუძლიათ, ინდიან კრიკი ყველაზე დაცული ადგილია ამერიკაში.
ინდიან კრიკი 1939 წელს ჩამოყალიბდა ახლა უკვე გაუქმებული კანონის შესაბამისად, რომელიც 25-ზე მეტი ადამიანის ჯგუფს აძლევდა უფლებას შეექმნათ საკუთარი მუნიციპალიტეტი. ინგლისური სოფლის დიზაინის მიხედვით, 300-ჰექტარიანი კუნძულის 80%-ზე მეტი გოლფის მოედანია, შემოხაზული ერთი გზით და დაახლოებით 30 სახლით. კუნძულის გარშემო დაყენებული ისრაელში შექმნილი რადარის სისტემა დაბალი ხილვადობის პირობებშიც კი ნახევარი მილით დაშორებულ ადამიანებსაც კი აფიქსირებს. განაგრძეთ კითხვა