ცნობილი მუსიკოსები, მსახიობები, გამომგონებლები, არქიტექტორები, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე მაღალბიუჯეტიან სასახლეებზე აქვთ წვდომა, პენტჰაუსებისა და ვილების ნაცვლად ხშირად უცნაური ფორმის სახლებს და ქოხებსაც კი სირჩევენ საცხოვრებლად.
პიერ კარდენის სახლი ბუშტი
ეს სახლი პიერ კარდენის სამკვიდრო გახლავთ, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით, კანის მახლობლად მდებარეობს. პროექტი უნგრელმა არქიტექტორმა ანტი ლოვაგამ შეიმუშავა ინდუსტრიალისტ პიერ ბერნარდისთვის. ეს ქონება დიზაინერმა 1991 წელს შეიძინა.
ვილა, რომლის ფართობი 1,2 ათასი კვადრატული მეტრია, ესტერელის ბორცვებზე მდებარეობს. შენობის თიხის კედლები კოსმოსურ ხომალდს წააგავს, ასევე გამოქვაბულის საცხოვრებელს. დიზაინერს იქ უამრავ შოუ და
წვეულება აქვს გამართული.
სასახლე მოიცავს პანორამული ლაუნჯის ზონას, მისაღებ ოთახს, 11 აბაზანას და ათ საძინებელს. ამ უჩვეულო შენობაში არ არის სწორი ხაზები და კუთხეები. არის მრგვალი საწოლები, მაგიდები, სავარძლები და დივნები.
ილონ მასკის მინი სახლი
2020 წელს ტესლა-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა თავისი უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი გაეყიდა. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა დასაკეცი შეიძინა სახლი მხოლოდ 50 ათას დოლარად.
მასკმა ასევე მოაწყო შენობა ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში, სადაც Spase-X აწარმოებს რაკეტებს. შენობა 37 კვადრატული მეტრი ფართობით პატარა სტუდიო ბინას ჰგავს.
არის ერთი დიდი ოთახი, რომელიც დაყოფილია მისაღებად, საძინებელიად სამზარეულოდ და აბაზანად. სახლის ადვილად დაშლა და ტრანსპორტირებაა შესაძლებელია ნებისმიერ დგილას, შემდეგ კი რამდენიმე საათში აწყობა.
ლე კორბუზიეს ქოხი
ფრანგმა არქიტექტორმა მეუღლე ივონას დაბადების დღეზე უძრავი ქონება აჩუქა კოტ დ'აზურზე. სახლი 15 კვადრატულ მეტრზე ესკიზის მიხედვით აშენდა, რომელიც მან მხოლოდ 20 წუთში დახატა, კაფეში ჯდომისას.
შენობა ხის მასალით არის აგებული, ინტერიერი თითქმის მთლიანად პლაივუდისგანაა დამზადებული. ტუალეტი საწოლის უკან იმალება, გარდერობი კი ფერადი ტანსაცმლის საკიდებითაა გაფორმებული. ლე კორბუზიეს და მის მეუღლეს უყვარდათ ზაფხულის ამ ქოხში გატარება და სწორედ აქ გარდაიცვალა 1965 წლის აგვისტოში.
ნაომი კემპბელის თვალი-სახლი
სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ფლობს სახლს თურქეთში, კუნძულ კლეოპატრაზე. ზემოდან სასახლე თვალს ჰგავს. უჩვეულო შენობა არქიტექტორმა ლუის დე გარიდომ დააპროექტა.
სასახლე ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად ავტონომიურია. წყალი აქ წვიმის წყლის გადამუშავების სისტემიდან მოდის, ენერგიას კი მზის პანელების გამოყენებით იღებს.
თავად სასახლე დამზადებულია მინის სფეროს სახით. 25 საძინებელი და ხუთი მისაღები ოთახია ტერასებით, რომლებიც გარშემორტყმულია ბაღით. სახლის ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე სტილში.