300 კვ.მ. "ოქროს ბინა" ჩვეულებრივ კორპუსში, ინტერნეტჰიტად იქცა - მდიდარი მოსკოველის უძვირესი და უგემოვნო ინტერიერი

სამწუხაროდ, ბევრი ფულით გაკეთებული და ძვირად ღირებული ინტერიერი, სულაც არ ნიშნავს ყოველთვის გემოვნებიან და დახვეწილ ინტერიერს. მდიდარი ადამიანები ხანდახან ზღვარს კარგავენ საკუთარი სურვილებისა და ახირებების ასრულებისას და საბოლოოდ, ძვირი, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი შედეგი დგება.
ასეა ამ შემთხვევაშიც. მდიდარი მოსკოველის 300 კვ.მ. ბინა, რომელიც მფლობელს ალბათ, უნდოდა ვერსალისთვის დაემსგავსებინა, ინტერნეტჰიტად იქცა.
ჩვეულებრივ მრავალბინიან კორპუსში მფლობელმა დარბაზები მოაწყო სვეტებით და გუმბათებით, კედლებზე, აბაზანის ავეჯზე თუ ჭერზე, არ დაიშურა მოოქროვილი და მოვარაყებული დეეკორი. მეზობლების სტანდარტული კარების გვერდით, მას მოოქროვილი გვირაბივით აქვს მოწყობილი უკვე
შესასვლელ კართან.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები