ყოველწლიურად ბინა თქვენთან ერთად"იზრდება". როგორი შეიძლება იყოს ეს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში?
ყველა ადამიანი თავად წყვეტს, როგორი უნდა იყოს მისი სახლი. ასაკიდან გამომდინარე იცვლება გემოვნება, ისევე , როგორც პრიორიტეტები. საინტერესოა ექსპერტთა აზრი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინაში ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში.
ბინა 30 წლის ასაკში - ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია
ოცდაათი წელი ყველაფერში სტაბილურობის დროა: ახალგაზრდობის ყველაზე აქტიური წლები გავიდა, ოჯახი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ ბინა მომავალი წლებისთვის: ისე, რომ მასში შეიძლებოდეს არსებული თუ მომავალ ბავშვებთან ერთად ცხოვრება.
რაც შეეხება ინტერიერის გადაწყვეტას, 30 წლის ადამიანები მიზიდულნი არიან სივრცის ერგონომიკისკენ. საუბარია ოჯახზე, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს სიმშვიდისა და კომფორტის საკუთარი "კუთხე".
წესრიგის შესანარჩუნებლად ერგონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი თვისება არის უსაფრთხოებისადმი ფრთხილი მიდგომა. გულდასმით სწავლობენ სახლში დაცვის სამსახურის და პერიმეტრზე კამერების არსებობის საკითხს.
ბინა 40 წლის - კომფორტი მსხვერპლის გარეშე
ამ ასაკს ახასიათებს კიდევ უფრო დიდი ნდობა მომავლის მიმართ. 40 წლის ადამიანებმა ნათლად იციან, რა უნდათ წლების განმავლობაში. გარდა ამისა, ამ ასაკში ადამიანები აღარ არიან მზად, შესწირონ საკუთარი კომფორტი შვილების კომფორტს. ამიტომ, ოჯახის თითოეული ზრდასრული წევრისთვის ცალკე ოთახია საჭირო.
ამ პერიოდში, ოჯახური, ერთობლივი გასეირნება და ხარისხიანი დასვენება სულ უფრო ფასდება. აქედან გამომდინარეობს ინტერესი სიმწვანის მიმართ.
ინტერიერში 40 წლის ადამიანები უფრო კლასიკურ კომბინაციებს იცავენ. მათ არ აქვთ სურვილი, თვალყური ადევნონ ტენდენციებს, მათ იზიდავთ მშვიდი ფერები, მოციმციმე აქცენტების გარეშე. სამი ძირითადი პოსტულატი, რომელსაც ისინი ამ საკითხში მისდევენ არის კომფორტი, წესრიგი და პირადი სივრცე.
ბინა 50 წლის: ახალი პერსპექტივები
ეს ასაკია, როდესაც ბავშვები უკვე გაფრინდნენ მშობლების ბუდიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა მოუსმინოთ საკუთარ თავს და სურვილებს. და პირველი, რასაც 50 წლის ადამიანები აქცევენ ყურადრებას რა თქმა უნდა, საკუთარი სახლია. უცნაურია, მაგრამ ეს პერიოდი ინტერიერში უჩვეულო ექსპერიმენტებით ხასიათდება. 50 წლის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად არიან სიახლეებისთვის, მაინც არ სცილდებიან გონივრულ საზღვრებს. უპირატესობას ანიჭებენ კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსებს ტყიან ადგილებში. იდეალურ შემთხვევაში, სახლის გვერდით იქნება აუზი და საბავშვო მოედნები (ზოგს ამ ასაკში შვილიშვილები ყავს). 50 წლის ასაკში ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ სიმშვიდეს.