მიტოვებულ მაღაროში ოჯახმა თანამედროვე სახლი მოაწყო და შემოსავლის წყაროდაც აქცია

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, დღესდღეობით გამოქვაბულში საცხოვრებლად სულაც არ არის საჭირო დროის უკან დაბრუნება. არც ცივილიზაციის უპირატესობებზე უარის თქმა მოგიწევთ. ამის მაგალითია თანამედროვე სახლი გამოქვაბულში, რომელიც ერთ-ერთმა ოჯახმა მიტოვებულ მაღაროში ააშენა.

ამ საოცარი სახლის ისტორია 2003 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც კურტ სლეიპერმა იპოვა რეკლამა კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ. საუბარი იყო ძველ მაღაროზე, რომელიც მათ მთავარ საცხოვრებელ ადგილთან მდებაროებდა ფესტუსში (მისური).

1930 წლიდან 1980 წლამდე ამ მაღაროში გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი მიღებულ სივრცეში და მიმდებარე გალერეებში, რომლის საერთო ფართობი
5 ათასი კვადრატული მეტრი გახლდათ, მოეწყო ციგურებით სასრიალო ადგილი და საკონცერტო დარბაზი (გამოდიოდნენ ბობ სეგერი, ტედ ნუჯენტი, თინა ტერნერი და სხვა ცნობილი სახეები). 2000-იანი წლების დასაწყისისთვის გადაწყვიტეს ამ ბიზნესის დახურვა, რამაც გამოიწვია ასეთი არაჩვეულებრივი უძრავი ქონების გაყიდვა.

ეკონომიის მიზნით, წყვილმა სამუშაოს უმეტესი ნაწილი თავად შეასრულა, უმეტესად იმ მასალების გამოყენებით, რომლებიც დარჩენილი იყო არსებული ობიექტების დემონტაჟის შემდეგ. საცხოვრებელი ფართის მოწყობას დაახლოებით 4 წელი დასჭირდა. ყველა სირთულის შემდეგ ოჯახმა შეძლო კომფორტულად ეცხოვრა ერთ-ერთ უჩვეულო სახლში და არა მარტო მათ უბანში.

ნელ-ნელა უზარმაზარი ხელნაკეთი გამოქვაბული გადაკეთდა თანამედროვე რეზიდენციად, რომელიც აერთიანებდა ქვიშაქვისგან დამზადებულ კედლებსა და სარდაფებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უცვლელი რჩებოდა. ერთადერთი ის არის, რომ ყველა ზედაპირი უნდა დამუშავდეს ხსნარით, რომელიც ხელს უშლის კლდის ნგრევას.


გამოქვაბულის რეზიდენცია შედგება სამი კამერისგან, რომელთაგან ორი საცხოვრებელს ემსახურება. ყველაზე დიდი მდებარეობს ცენტრში და წარმოადგენს ძირითად საცხოვრებელ ნაგებობას, სადაც მოწყობილია მისაღები, სასადილო და სამზარეულო. დონეებს შორის არის კეთილმოწყობილი აბაზანა და სამრეცხაო ოთახი, ხოლო სამი საძინებელი იკავებს ზედა სივრცეს, სავსეა მაქსიმალური შუქით, რაც მნიშვნელოვანია ამ ტიპის საცხოვრებლისთვის.



მეორე კამერას აქვს ბევრად უფრო მცირე ზომის და ძალიან მოკრძალებული სიმაღლე, რაც მოითხოვს ფართომასშტაბიან ხელოვნურ განათებას. აქ არის საყოფაცხოვრებო ნაგებობები, სადაც ინახება იარაღები და განლაგებულია სასიცოცხლო საშუალებები.
ტრანსფორმაციის პერიოდში, მესამე კამერა ხელუხლებელი დარჩა. 


ეკონომიკურმა კრიზისმა და მუნიციპალიტეტთან წარმოქმნილმა პრობლემებმა აიძულა ოჯახი, ამ ქონებიდან 1,5 ჰექტარი მიმდებარე ტერიტორია გასაყიდად გაეტანა. ფინანსური პრობლემების გამო, მფლობელებმა ვერ შეძლეს შესყიდვისა და კონვერტაციის სესხების დროულად დაფარვა, რაც კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის. თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა.


2008 წელს ოჯახმა მოახერხა ინვესტორების მოძებნა, რაც მათ სახლის შენარჩუნებაში დაეხმარა, აქ აწყობენ ექსკურსიებს და კონცერტებსაც კი, როცა სტუმრები არ არიან.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები