ქართველი ემიგრანტის მიერ შუაგულ ამერიკაში მოწყობილი ბაღი და ქართული კუთხე - 4 შვილის დედის "სიმშვიდის ფორმულა"

"ეს სახლი ამერიკაში სიკეთის, სათნოების, სიყვარულის, ბედნიერებისა და მუსიკის სახლია, სადაც ძალიან გულწრფელი და სუფთა ხდები. გარედან როგორი ლამაზიცაა, იმაზე საოცარია სულიერად. აქ ოთხშვილიანი ქართული ოჯახი ცხოვრობს, ამერიკაში ჩამოსული ყველა ქართველის მომფერებელი და მასპინძელი", - ეს ცნობილი მომღერლის, ლაშა ღლონტის სიტყვებია ვაშინგტონთან ახლოს მცხოვრები გოგიტა გოგიბერიძისა და თამუნა ელბაქიძის ოჯახის შესახებ. გოგიტა გოგიბერიძე 30 წელიწადზე მეტია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, აქედან 20 წელი მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებში. ქართველ ემიგრანტთან, თამარ ელბაქიძესთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში მის
ეზოში ულამაზესი ბაღის ვიდეო ვნახე. "სიმშვიდის ფორმულა", - 4 შვილის დედამ ასე დაასათაურა "ფეისბუკზე" სტატუსი. მასპინძელი გვიამბობს, როგორ მოაწყო ამერიკის დედაქალაქში სივრცე, სადაც საქართველოდან ჩატანილ ქართულ მცენარეებთან ერთად, კედელზე მოხატულ ძველ თბილისსაც ნახავთ...

- როცა წლების წინ მეუღლის სამსახურის გამო საცხოვრებლად ვაშინგტონში გადმოვედით, ერთ-ერთი, რამაც აქ მომხიბლა, ულამაზესი ეზოები იყო. ჩემს მეზობლებს საოცარი ეზოები აქვთ. როცა გარშემო ასეთი მეზობლები გყავს, შენც გიჩნდება სურვილი, სახლთან ლამაზი ბაღი გქონდეს. ასე შეიქმნა ჩვენს ეზოში ბაღნარი, რომელსაც ხშირად ჩემი სიმშვიდის ფორმულას ვუწოდებ.

- რამდენად რთული იყო შუაგულ ამერიკაში ასეთი ბაღის მოწყობა.

- რამდენად ხშირადაც არ უნდა სტუმრობდე საქართველოს და უცხოეთში როგორი გადატვირთული გრაფიკი ან საინტერესო ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, ნოსტალგია მუდმივად გტანჯავს. გენატრება სამშობლო, ქალაქი, სადაც გაიზარდე, საყვარელი ადამიანები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ... ჩემს ბაღში ქართული ელემენტების შემოტანის შთაგონება სწორედ ეს მონატრება იყო. ყველაზე მეტად ის კუთხე მიყვარს, სადაც ძველი თბილისია მოხატული. ამ ნახატის შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა სამშენებლო ცვლილებები გვქონდა. ეზოში პატარა სათავსი სახლი იდგა, რომლის გადაადგილება და რეკონსტრუქცია შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მისი ამგვარად დატვირთვა გადავწყვიტეთ. ძალიან მინდოდა ქართული ელემენტით ყოფილიყო ჩვენი ეზო გაფორმებული და ჩემმა უნიჭიერესმა მეგობარმა, თამი მოსულიშვილმა, შექმნა ძველი თბილისი, რომელიც საოცრად მოუხდა ამ სივრცეს და ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები