მიუხედავად იმისა, რომ მტრედები მშვიდობის სიმბოლოდ ითვლებიან და ძალიან საყვარელი ფრინველები არიან, ხშირად პრობლემებსაც გვიქმნიან, განსაკუთრებით ეს მაღალსართულიანი კორპუსის მკვიდრებს ეხებათ.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მტრედები ან სხვა ჩიტები აივანზე ბუდესაც იკეთებენ, მოფრინდებიან, სვრიან აივანს, ხანდახან მცენარეებსაც ერჩიან ხოლმე. მოკლედ, ხანდახან იძულებული ვხდებით, რამე ღონეს მივმართოთ, რომ ჩვენმა აივანმა არ მიიზიდოს ჩიტები. ეს ადვილი სულაც არ არის, თუმცა არც შეუძლებელია, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ.
პირველ რიგში გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მტრედები და სხვა ჩიტებიც დიდი სიამოვნებით ირჩევენ ისეთ აივნებს, სადაც არის ძველი კარადები, ტუმბოები, ყუთები, ყველაფერი ის, სადაც ისინი
თუ სივრცის გათავისუფლება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ ნივთებს ზემოდან რამე გადააფაროთ, ბრეზენტის ნაჭერი ან ცელოფანი, რათა ფრინველებმა შიგნით შეღწევა ვერ მოახერხონ.
ასევე ძალიან აფრთხობს ფრინველებს ბრჭყვიალა და შუქის ამრეკლავი ზედაპირი, შეგიძლიათ აივანზე ჩამოკიდოთ ზოლებად დაჭრილი ფოლგა, რომლის სიპრიალე და ხმა აუცილებლად გაუქრობს მათ თქვენს აივანზე მოფრენის სურვილს.
ძალიან ეფექტურია ფრინველებთან ბრძოლაში მათი ბუდის მოშორება. თუ ნახავთ მტრედების ბუდეს, უბრალოდ აიღეთ ის და გადააგდეთ. როდესც ვეღარ იპოვიან, სხვაგან გაფრინდებიან.
თუ უბრალოდ მოფრინდებიან ხოლმე მტრედები თქვენს აივანზე, მოკალათდებიან ფანჯრის რაფაზე და ღუღუნებენ და არც ეს მოგწონთ, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი - ზედაპირს, სადაც მტრედები მოკალათდებიან ხოლმე, მცენარეული ზეთი ან ვაზელინი გადაუსვით, ასე ფრინველები ფეხს ვერ მოიკიდებენ, დისკომფორტს იგრძნობენ და ადვილად მოგშორდებიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, მეთოდი შესაძლოა იყოს ბევრნაირი, მაგრამ მთავარია, რომ ის იყოს ჰუმანური.
კომენტარები