საკუთარი დიზაინით აშენებული პატარა სახლები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან პოტენციური სახლის მფლობელები ჭკვიანურ და პრაქტიკულ ალტერნატივებს ეძებენ. ამ ენთუზიასტებს შორის აღმოჩნდა მფრინავი, რომელმაც გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება - მიატოვა ქალაქის აურზაური და შეძლო დაეპროექტებინა და აეშენებინა მართლაც უნიკალური სახლი, სავსე მრავალფუნქციური ელემენეტებითა და ორიგინალური დიზაინის მახასიათებლებით.
როდესაც ადამიანი გადაწყვეტს შეიმუშაოს და ააშენოს თავისი საოცნებო სახლი, არ აქვს მნიშვნელობა მის ზომას, ფორმას თუ სტილს. მთავარია, რომ სახლი იყოს კომფორტული და უსაფრთხო. ჩვენმა მფრინავმაც ზუსტად იცოდა, რა სურდა და რა სჭირდებოდა.
ქალაქის ქაოსს იგი 2020 წელს მოწყდა, კარანტინის პერიოდში, დაგვეთანხმებით, ამ პერიოდში ადამიანებს ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ გადაეხედათ მომავლისთვის, რადიკალურად შეეცვალათ ცხოვრების სტილი. სწორედ მაშინ მომწიფდა სახლის დამოუკიდებლად აშენების იდეა. ოცნების განხორციელებაში დევიდს მეგობარი დაეხმარა, პროფესიონალი დურგალი.
სახლი აშენდა ორღერძიან მისაბმელზე მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით. გაკეთდა ფოლადის სახურავი, ალუმინის საპირფარეშო. სახლს აქვს სამკამერიანი ორმაგი მინის ფანჯრები, დაბალი ემისიის მინა უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას ბუნებრივი სინათლის დაკარგვის გარეშე, ხოლო ბუნებრივი საიზოლაციო მასალები შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ხმის და თბოიზოლაციისთვის.
დევიდმა არ დაზოგა მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალები შიდა სივრცის დეკორაციისთვის, რათა უზრუნველეყო როგორც უსაფრთხოება, ასევე პრაქტიკულობა და მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება.
სახლში შეგხვდებათ მრავალი ფარული შესანახის სისტემა და ტრანსფორმირებადი ავეჯი, რაც მას მაქსიმალურად კომფორტულს და ფართოს ხდის, მიუხედავად მოკრძალებული გაბარიტებისა.
სამზარეულო არის კიდევ ერთი სივრცე, რომელიც შექმნილია მაქსიმალური ფუნქციონალურობითა და მარტივად გამოყენების გათვალისწინებით. საკმარისად ფართოა იმისთვის, რომ ორმა ადამიანმა ერთად იტრიალოს ისე, რომ ერთმანეთი არ შეაწუხონ. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კულინარიის მოყვარული დევიდის მოთხოვნილებებს. მთავარი ავეჯის ნაკრების გარდა, რომელიც მოიცავს ჩაშენებულ ქურას, ნიჟარას და უამრავ კარადას, არის დამატებითი სამზარეულოს კუთხე თითქმის დამალული კიბეების ქვეშ. ეს არის ერთგვარი საკუჭნაო, სადაც შეიძლება მოთავსდეს მაცივარიც კი.
თავად კიბეც არ დარჩენილა საიდუმლო სათავსოების გარეშე, მისი ქვედა საფეხური გამოიყენება როგორც დამატებითი დასასვენებელი ადგილი.
სახლში, რა თქმა უნდა, არის სრულფასოვანი აბაზანა, რომელიც მდებარეობს სამზარეულოს უკან. მის დიზაინში ჭარბობს ხე.
სახლის სიმაღლის წყალობით შესაძლებელი გახდა ერთდროულად ორი სხვენის გაკეთება. უფრო დიდი დევიდის საძინებელია, ხოლო გაცილებით პატარა გამოიყენება ოთახად.
საბოლოო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ სახლი გამოვიდა მაღალი ხარისხის, ფუნქციური, პრაქტიკული და მიმზიდველი, რომელშიც შეიძლება მუდმივად ცხოვრება ყოველგვარი შეზღუდვისა და უხერხულობის გარეშე.