სურნელოვანი სანთლები  და არომატიზატორები პასიურ მოწევას შეადარეს - როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი სწორად



სურნელოვანი სანთლები ხელს უწყობს განსაკუთრებული განწყობის შექმნას და ხსნის დაღლილობას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. მაგრამ არის კი ის ნამდვილად უსაფრთხო?
აქ გასათვალისწინებელირამდენიმე ფაქტი.
როდესაც სანთლები იწვის დახურულ სივრცეში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნივთიერებები, რაც შედარებულია პასიურ მოწევასთან.
სურნელოვანი სანთლების უმეტესობა შეიცავს ხელოვნურ სუნამოებს, რომელთა ჩასუნთქვა არ არის ჯანსაღი.
არომატიზატორები (თუნდაც ბუნებრივი ეთერზეთები იყოს) სწრაფად იწვება, ზეთი თბება და იცვლება მისი ქიმიური შემადგენლობა.
არომატული სანთლებისა და არომატიზატორების მუდმივი გამოყენებით შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის განვითარება, როგორიცაა ბრონქული ასთმა, კანის ალერგიული რეაქციები (ეგზემა) და რიგი სხვა
უსიამოვნო დაავადებები.
არომატული სუნამოები შეიცავს დიეთილ ფტალატს, რომელიც მოქმედებს როგორც სურნელოვანი ფიქსატორი. ჭარბი ოდენობით გამოყენების შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე და განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის.
პარაფინის სანთლების დაწვისას გამოიყოფა ბენზოლი და ტოლუოლი, რომელთა ხანგრძლივმა ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ასთმის და ფილტვის კიბოს განვითარება.

რა თქმა უნდა, არ არის საჭირო სანთლებისა და არომატიზატორის გამოყენებაზე უარის თქმა, მაგრამ უნდა დაიცვათ მთელი რიგი წესები:
შიდა სივრცეებისთვის აირჩიეთ ცვილისა და სოიოს სანთლები, რადგან ისინი უფრო სუფთაა შემადგენლობით და არ ტოვებს ჭვარტლს.
უმჯობესია, თუ ფითილი დამზადებულია იქნება ბუნებრივი ბოჭკოებისგან ან ხისგან, თხელი ლითონის ღეროს გარეშე, რადგან გაცხელებისას მეტალი (და უფრო ხშირად ტყვია) უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.
სანთლები მხოლოდ წინასწარ განიავებულ ადგილებში გამოიყენეთ.
არ აანთოთ ბევრი (5-ზე მეტი) სანთელი ერთდროულად.
სანთლები არ უნდა iიწვოდეს ბინაში მთელი საათის განმავლობაში.
მოერიდეთ სურნელოვანი სანთლების გამოყენებას უსიამოვნო სუნის დასამალად.

ამრიგად, თუ სანთლებს კვირაში 2-3-ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში დაწვავთ, ეს თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები